სემეკმა „დარიალ ენერჯი“ ელექტროსისტემის დისპეტჩერზე დაუმორჩილებლობის გამო 75 000 ლარით დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ შპს „დარიალ ენერჯი“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 75 ათასი ლარით დააჯარიმა.

როგორც სემეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დაჯარიმების საფუძველს წარმოადგენს მიმდინარე წლის მაისში შპს „დარიალ ენერჯის“ საკუთრებაში არსებული „დარიალ ჰესის“ მიერ გადაცემის სისტემის ოპერატორის ელექტროენერგიის დისპეტჩერის მითითება-განკარგულებაზე რამდენჯერმე დაუმორჩილებლობა, რამაც გამოიწვია „ლარსი ჰესის“, „ყაზბეგი ჰესის“ გაჩერება და „ენერგო პრო ჯორჯიას“ მომხმარებლებისათვის გარკვეული დროის განმავლობაში ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა.

„სემეკის მხრიდან შპს „დარიალ ენერჯის“ მიეცა მკაცრი გაფრთხილება. ლიცენზიატების მხრიდან კანონმდებლობით დაკისრებული პასუხისმგებლობის გაუთვითცნობიერება და ვალდებულებათა ჯეროვანი შეუსრულებლობა, უშუალოდ აისახება მომხმარებელთა ინტერესების დაცვასა და ენერგეტიკული სისტემის გამართულ ფუნქციონირებაზე, რაც ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი პირობაა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ