ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები სასწავლო პრაქტიკით გერმანიაში მიემგზავრებიან

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის 70-მდე სტუდენტი 3-თვიანი სასწავლო პრაქტიკით გერმანიაში მიემგზავრება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს, სტუდენტების გერმანიაში გამგზავრება აჭარის მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა.

თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ სტუდენტებს მაქსიმალური მხარდაჭერა ექნებათ სახელმწიფოს მხრიდან, არა მხოლოდ განათლების, არამედ კარიერული მიმართულებით და მომავალ წელს საზღვარგარეთ პრაქტიკის მისაღებად სტუდენტთა რაოდენობა გაორმაგდება.

„მნიშვნელოვანია, რომ გავაორმაგოთ სტუდენტების რაოდენობა, რომლებიც დაფინანსდებიან ამ პროგრამით, რადგან ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია განათლებული ახალგაზრდობა - განსაკუთრებით ტურიზმის მიმართულებით. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გქონდეთ მხარდაჭერა როგორც ახლა, ისე მომავალში.

დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად დაუბრუნდებით ჩვენს ქალაქს და ერთად გავაგრძელებთ საქმის კეთებას, რომელიც გულისხმობს როგორც ჩვენი ეკონომიკის, ასევე თითოეული ჩვენი მოქალაქის კიდევ უფრო მეტ კეთილდღეობას", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მათივე ცნობით, სტუდენტების შერჩევა კონკურსის წესით მოხდა, გერმანიის შვერინის ბალტიკის კოლეჯსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი 2013 წელს გაფორმდა და 600 სტუდენტი გადამზადდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა