„მაიფონი“ კომუნიკაციების კომისიის დადგენილებაზე, რომელიც მობილურ ოპერატორებს უფლებას უბრუნებს სატარიფო ცვლილებები საკუთარი შეხედულებისამებრ განახორციელონ, განცხადებას ავრცელებს

გაცნობებთ, რომ შპს „მაიფონი“ 2010 წლიდან ფიქსირებული საკომუნიკაციო სატელეფონო ხმოვანი კავშირის ოპერატორი კომპანიაა. ვახორციელებთ სატელეკომუნიკაციო მომსახურებას საქართველოს ტერიტორიაზე და გვაქვს შესაბამისი ნუმერაციის რესურსი.ამა წლის 1-ელ ივლისს კომუნიკაციების კომისიამ მიიღო დადგენილება, რომელიც მობილურ ოპერატორებს უფლებას უბრუნებს სატარიფო ცვლილებები განახორციელონ თავისი შეხედულებისამებრ. მიზეზად პანდემიის პერიოდში შემცირებული შემოსავალი დასახელდა, რაც რეალურად არა მარტო დიდ მობილურ ოპერატორებს, არამედ ყველას, როგორც პატარა ოპერატორებს, ზოგადად ბიზნესს და ყველა მოქალაქეს შეგვეხო.

ამ რეგულაციის მოხსნა, მობილურ ოპერატორებს აძლევს უფლებას ცვლილების შესახებ ჯერ 2 კვირით ადრე დააანონსონ და 1 თვეში მიიღონ, აღასრულონ. ვშიშობთ, რომ მომავალი ცვლილებები ჩვენდა სასიკეთოდ არ იქნება და პატარა ოპერატორების „კანიბალიზაციას“ მოახდენს, რისი მცდელობაც უკვე იყო 2018 წელს, როცა მობილურ ოპერატორების „ულიმიტო“ პაკეტებიდან ამოღება სურდათ, რაც არაკონკურენტულს გაგვხდიდა.

2018 წელს ჩვენი თავდაუდებელი ბრძოლითა და კომისიის მხარდაჭერით დისკრიმინაციული სატარიფო ცვლილება ძალაში არ შევიდა, რადგან მარეგულირებელს ჰქონდა ბერკეტი, რომ დაანონსებული ცვლილების განხილვა ჯერ შეეჩერებინა, ასევე მოესმინა როგორც განსაკუთრებული ძალაუფლების მქონე ოპერატორებისთვის, ასევე ჩვენთვის და შემდეგ მიეცა მისი აღსრულება ძალაში, ახლა კი ეს ბერკეტი 1-ელი ივლისის ცვლილების გამო კომისიას აღარ აქვს.

გვინდა გამოვხატოთ ჩვენი შიში, ზემოხსენებულ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ჩვენი სატარიფო პაკეტებიდან ამოღების მსგავსი მცდელობა, მობილური ოპერატორების მხრიდან კვლავ იქნება, რაც გაკოტრებისკენ მიგვიყვანს და ვეღარ შევძლებთ ოპერირებას. ვცდილობთ მობილურ ოპერატორებთან (MNO) როგორც ვირტუალური მობილური ოპერატორები ჩავერთოთ (MVNO) და მათ ინფრასტრუქტურაზე დაშვება მოვიპოვოთ, მაგრამ აქაც უშედეგოდ. არც ერთ ოპერატორს არ სურს ჩვენი მოსმენა, გამოაგზავნეს სრულად მიუღებელი ოფერტა.

გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მობილური ოპერატორები 2021 წლის ბოლომდე გააფორმებენ ფიქტიურ ხელშეკრულებებს აფილირებულ კომპანიებთან, რითაც მარეგულირებელს მოსთხოვენ, რომ დათმოს პოზიციები და დადგენილება MVNO-ების სავალდებულო დაშვებაზე გააუქმოს. მსგავსი პრაქტიკა უკვე არსებობს, როცა 2018 წელს საერთაშორისო ზარების ტერმინაცია გაგვითიშეს და შედეგად რამდენიმე კომპანია გაკოტრდა კიდეც. 3- წლიანი დავის შემდეგ ოპერატორებმა დავალიანებები აღიარეს, თუმცა გაკოტრებულ კომპანიებს აღარაფერი ეშველებათ. მაშინ „ძალა აღმართს ხნავს“ პრინციპით იმოქმედეს და გაუვიდათ.

MVNO-ების გამოჩენა საგრძნობლად გაამარტივებს როგორც არსებული ბიზნესისთვის, ასევე სხვადასხვა სტარტაპებისთვის ხელმისაწვდომ ფასად მიიღონ როგორც ინტერნეტ, ასევე სმს და სატელეფონო სერვისები. ჩვენ ვაპირებთ სრულად ახალი ნიშების დაკავებას, რომელიც ამ ეტაპზე ათვისებული არ არის მობილური ოპერატორების მიერ. ჩვენი სერვისი გაცილებით უფრო ხელმისაწვდომი იქნება სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენელთათვის და ასეთი საკმაოდ ბევრია ჩვენს საზოგადოებაში. ჩვენი (MVNO ოპერატორების) ბაზარზე გამოჩენით დიდ ოპერატორებს არაფერი აკლდებათ, პირიქით შემოსავალი გაეზრდებათ, რადგან ჩვენ მიერ მოზიდული აბონენტები მათი ქსელით გადიან და ჩვენ ამ მომსახურებაში მათ თანხა უნდა გადავუხადოთ. MVNO-ების ჩართვა სავალდებულო აღარ არის ევროკავშირი ქვეყნებში მხოლოდ იმიტომ, რომ დიდმა მობილურმა ოპერატორებმა თავისი სურვილით და კეთილი ნებით დაუშვეს MVNO-ები თავიანთ ქსელში და საკმაოდ კარგად ოპერირებენ ერთად. ძალიან სასიამოვნოა, როცა მსხვილი ორგანიზაცია კონკურენტად აღგიქვამს, მაგრამ რეალობა არის ის, რომ ჩვენ კონკურენციის ნაცვლად ერთმანეთს დამატებით შემოსავალს შევძენთ, რაც ყველასთვის საჭიროა.

პანდემიის მიზეზად მოყვანა არ არის საკმარისი, რადგან როგორც მობილურ ოპერატორებს დააკლდათ შემოსავალი, ასევე პროპორციულად დავზარალდით ჩვენც, მაგრამ ჩვენ აბონენტებს, მომხმარებლებს ამის გამო გადასახადს არ ვუზრდით და მათ ხარჯზე არ ვცდილობთ დამატებით შემოსავლის მოძიებას. MVNO ოპერატორების გამოჩენა მოგვცემს იმ დანაკლისების ნაწილობრივ ანაზღაურებას მაინც, რაც ამ პერიოდში განვიცადეთ. მომხმარებლებს, რომელთაც ასევე უსახსრობის გამო ძვირადღირებულ სერვისზე უარის თქმა მოუწიათ გაუჩნდებათ იაფი და მასზე მორგებული ალტერნატივა, დააბრუნებს მათ საკომუნიკაციო სფეროში და მათზე მორგებულ სერვისს მიიღებენ. დღევანდელ რეალობაში კომუნიკაციის საშუალების არ ქონა უკვე უმუშევრობის ტოლფასია.

ჩვენი არსებობა ბაზარზე აუცილებელია, რადგან ბიზნესს და მოქალაქეებს ჰქონდეთ ალტერნატივა მიიღონ ხარისხიანი სატელეკომუნიკაციო მომსახურება, რაც ჩვენი სატარიფო გეგმიდან ამოღებით, MVNO არ დაშვებით ან ჩვენთვის ტარიფების გაზრდით ვერასოდეს მოხერხდება.

შპს "მაიფონის“დირექტორი სანდრო ცირეკიძე

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო