საქართველოში არსებულ რომელ ბანკშია ყველაზე მაღალი პროცენტი ლარის ანაბარზე?

ჩვენ გარშემო რთულად მოიძებნება ადამიანი, რომელიც დაზოგვაზე არ არის ორიენტირებული, ამის საუკეთესო საშუალება კი დეპოზიტია, რომელიც შეგვიძლია სხვადასხვა მიზნის ასასრულებლად გამოვიყენოთ.

დაზოგვა გვანიჭებს ფინანსურ დამოუკიდებლობას, მისი მეშვეობით შეგვიძლია ვალდებულებების შემცირება, ჩვენი კონკრეტული მიზნების დაფინანსება და ასევე, საპენსიო ასაკისთვის მომზადება. დანაზოგი გაუთვალისწინებელი ხარჯების დაფარვის საუკეთესო საშუალებაცაა, იქნება ეს ჯანმრთელობისთვის თუ რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენისთვის არსებული საჭიროება.

დაგროვების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახე - დეპოზიტი დამატებითი შემოსავლის მომტანიცაა, რადგან მასზე პროცენტი გვერიცხება. მთავარია, სწორად დაზოგვისთვის განვსაზღვროთ მიზანი და შევარჩიოთ შესაბამისი სადეპოზიტო პროდუქტი ბანკში, სადაც ყველაზე მაღალი სარგებელი დაგვერიცხება.

რომელ ვალუტაში და სად გავაკეთოთ ანაბარი, ამის შესახებ AMBEBI.GE-ის ვითიბი ბანკის დეპოზიტების product owner-ი ქეთევან ხომერიკი ესაუბრა:

ვალუტის მცურავი გაცვლითი კურსის პირობებში მოქალაქეებს ლარის მიმართ ნდობა ნაკლებად აქვთ, თუმცა დოლარში დანაზოგს საკმაოდ დაბალი პროცენტი ერიცხება. თქვენი რეკომენდაციით, დანაზოგის რომელ ვალუტაში გაკეთებით მივიღებთ უფრო მაღალ სარგებელს?

მომხმარებლების უმრავლესობა საკუთარ დანაზოგს უცხოურ ვალუტაში, ძირითადად, დოლარში ინახავს. ბოლო წლების დინამიკა გვიჩვენებს, რომ უცხოურ ვალუტაში განთავსებულ ანაბრებზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი საგრძნობლად იკლებს. დოლარში ან ევროში ფულის ანაბარზე განთავსება ფაქტობრივად კარგავს საინვესტიციო ხასიათს და მხოლოდ შენახვის ფუნქციას თუ ასრულებს. მარტივად რომ ვთქვათ, დარიცხული სარგებელი აღარ არის ხელშესახები თანხა. პარალელურად, ეროვნულ ვალუტაში ანაბრებზე საპროცენტო განაკვეთები იზრდება. დღევანდელი მონაცემებით, სხვაობა უცხოურ ვალუტასა და ლარის ანაბრებზე მიღებულ სარგებელს შორის საკმაოდ დიდია.

ყველაზე მაღალი რამდენპროცენტიანი სარგებლის მიღებაა საქართველოში დეპოზიტზე შესაძლებელი? რამდენადაც ვიცი, „ვითიბი ბანკმა“ კონკურენტებთან შედარებით სარგებელი საკმაოდ გაზარდა.

იმის გათვალისწინებით, რომ ეროვნული ვალუტა საინვესტიციოდ უკეთესია, გადავწყვიტეთ, მომხმარებელს ყველაზე მაღალი წლიური 12.75% (ნომინალური) საპროცენტო სარგებელი შევთავაზოთ ლარში განთავსებულ ანაბრებზე. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ვადიანი ანაბრის ვადაზე ადრე დარღვევის შემთხვევაში , ანაბარს დაერიცხება გარანტირებული წლიური 9% ფაქტობრივად განთავსებული დღეების მიხედვით, რაც ბაზარზე არსებულ დარღვევის პირობაზე ორჯერ მეტია. აღნიშნული პირობა მეანაბრეს აზღვევს ლარის შესაძლო გაუფასურებით გამოწვეული სავალუტო რისკებისგან, იმისათვის, რომ თანხის კონვერტაცია მისთვის წამგებიანი არ აღმოჩნდეს.

როგორ შეუძლია მომხმარებელმა მარტივად განსაზღვროს, შეტანილ თანხაზე რომელ ვალუტაში რა სარგებელს მიიღებს?

იმისათვის რომ, ჩვენი მომხმარებლისთვის კიდევ უფრო კომფორტული გავხადოთ საბანკო გამოცდილება, შევქმენით ინოვაციური ანაბრის კალკულატორი, რომელიც პოტენციურ მეანაბრეებს გაუადვილებს გადაწყვეტილების მიღებას, თუ რომელ ვალუტაში განათავსონ ანაბარი.

მარტივად აგიხსნით, როგორ მუშაობს კალკულატორი: ანაბრის ტიპისა და სარგებლის მიღების პირობის არჩევის შემდეგ, ვირჩევთ ვალუტას, ვუთითებთ სასურველ თანხას (მაგ. 1000 აშშ დოლარი), ავირჩევთ ანაბრის ვადას (მაგ. 12 თვე). მონაცემების შეყვანის შემდეგ კალკულატორი ავტომატურად დაგითვლით სხვაობას უცხოურ ვალუტასა და ლარის ანაბრებზე მიღებულ სარგებელს შორის. რაც მთავარია, ის ითვლის ზღვრული კონვერტაციის კურსს, რომლის არსებობის შემთხვევაშიც ანაბრის ვადის ბოლოს მიღებული თანხის უკუკონვერტაცია მომხმარებლისთვის ზარალიანი იქნება.

თქვენს სასურველ თანხაზე მისაღები სარგებელი შეგიძლიათ დათვალოთ აქ.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო