ამირან გამყრელიძე - შეზღუდვების მოხსნა საქართველოში ძალიან სწრაფად მოხდა - სამწუხაროდ, ჩვენ ვიჩქარეთ შემსუბუქება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნა საქართველოში ნაჩქარევად მოხდა. ამის შესახებ გამყრელიძემ მედიის წარმომადგენლებისთვის გამართულ ვებინარზე განაცხადა.

თუმცა, როგორც მან აღნიშნა, ქვეყნის ეკონომიკისთვის საჭირო იყო გარკვეული თავისუფლება.

„შეზღუდვების მოხსნა საქართველოში ძალიან სწრაფად მოხდა. სამწუხაროდ, ჩვენ ვიჩქარეთ შემსუბუქება. მოგეხსენებათ, რომ სამედიცინო მხარე, ექიმები საბჭოზე ვართ უფრო რადიკალურები ყოველთვის, ვიდრე ეკონომიკური მხარე. ისიც გასაგებია, რომ ქვეყნის ეკონომიკისთვის საჭირო იყო გარკვეული თავისუფლება, რომ ეკონომიკას ამოესუნთქა, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესს. ამიტომ ჯერდება იქ ყველა წინადადება და შემდეგ ვცდილობთ „ოქროს შუალედით“ იყოს გადაწყვეტილებები მიღებული. მაგრამ გეთანხმებით, რომ შეზღუდვების მოხსნა მთელი რიგი მიმართულებებით იყო დაჩქარებული“, - განაცხადა გამყრელიძემ.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში