დაავადებათა კონტროლის ცენტრის შიდა ქართლის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი - რეგიონში მნიშვნელოვნად იმატა კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ

ეპიდემიოლოგიური კუთხით, შიდა ქართლში ნამდვილად საყურადღებო მდგომარეობაა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის შიდა ქართლის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა ეკა ქორჩაშვილმა განაცხადა.

ქორჩაშვილის ინფორმაციით, 1-ლი ივლისიდან დღემდე რეგიონში კოვიდ 19-ის 550 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა.

„ეპიდემიოლოგიური კუთხით, შიდა ქართლში ნამდვილად საყურადღებო მდგომარეობაა, 1-ლი ივლისიდან დღემდე გვაქვს კოვიდ 19-ის 550 დადასტურებული შემთხვევა. არის „კლასტერებიც“, იმატა შემთხვევების რაოდენობამ, დადებითობის მაჩვენებელი მომატებულია, შესაბამისად, რეგიონში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ნამდვილად საყურადღებოა.

რაც შეეხება ვაქცინაციას, შიდა ქართლში აცრილია 12 429 პირი, მათ შორის, პირველი დოზით აცრილია 7 574, მეორე დოზით კი - 4 855 მოქალაქე. ამ ეტაპზე, აცრაზე ვიზიტი დაჯავშნილი აქვს 1 337 ადამიანს“, - განაცხადა ეკა ქორჩაშვილმა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, შიდა ქართლში კორონავირუსით ინფიცირების 48 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. შიდა ქართლის მასშტაბით, თვითიზოლაციაში იმყოფება 782 მოქალაქე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა