რუსთავში საერთაშორისო სტანდარტების სპორტული კომპლექსი შენდება

რუსთავში, საერთაშორისო სტანდარტების სპორტული კომპლექსი შენდება. სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას,

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

„მასშტაბური პროექტია და სამუშაოები ადგილზე აქტიურად მიმდინარეობს. ქალაქს ნამდვილად სჭირდებოდა მულტიფუნქციური სპორტის სასახლე. ტერიტორია საკმაოდ ვრცელია, გარდა შენობისა, გარშემო მოეწყობა დასასვენებელი და რეკრეაციული სივრცეები, რომელიც უფრო მეტ მიმზიდველობას შესძენს. ფუნქციური დატვირთვით, იქნება პროფესიულ განვითარებაზე მორგებული, უფრო სხვა რეალობაში გადაგვიყვანს და ჩვენს სპორტსმენებსაც უფრო მეტი მოტივაცია ექნებათ კეთილმოწყობილ დარბაზებში ვარჯიშისა და მომავალი წარმატებების მიღწევისათვის. მშენებლობა ერთი თვის წინ დაიწყო და 2022 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს, პროექტის ღირებულება 20 მილიონ ლარამდეა. იმედი მაქვს, რომ ეს თანხა საკმარისი იქნება და კომპანია, რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა, კეთილსინდისერად მიიყვანს ამ საქმეს ბოლომდე“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

მისივე თქმით, სპორტ-კომპლექსების მშენებლობა ხელს შეუწყობს სპორტით დაინტერესებულ ადამიანებს კეთილმოწყობილ გარემოში ივარჯიშონ და სპორტის მრავალ სახეობაში გამართონ ტურნირები როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.

ორსართულიანი დახურული ტიპის სპორტკომპლექსი, 1500 მაყურებელზეა გათვლილი და მასში სხვადასხვა სპორტის სახეობებისთვის, კერძოდ კრივის, კალათბურთის, ხელბურთისა და მინი ფეხბურთის დარბაზები მოეწყობა. შენობაში გათვალისწინებულია ყველა საჭირო სათავსოს, გასახდელების, საკონფერენციო დარბაზის, ინვენტარის შესანახი, დასასვენებელი ოთახებისა და სველი წერტილების მოწყობა. იქვე განთავსდება ღია კაფე, ავტოპარკინგი და სარეკრეაციო ზონა. მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, რომელთა გასწვრივ დამონტაჟდება გარე განათების ლამპიონები, დასაჯდომი სკამები და სანაგვე ურნები. ასევე, მოხდება ტერიტორიის გამწვანება.

პროექტს, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ახორციელებს.

იხილეთ ვიდეო:რუსთავში სპორტული კომპლექსის მშენებლობა დაიწყო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა