„გლორიას“ უნივერსალური კონცეფცია (R)

ყველასათვის ცნობილია, რომ დღეს ადამიანთა უმრავლესობა ტურიზმის სფეროში საქმიანობს. რა არის ასეთი საინტერესო ამ, ერთი შეხედვით, ამაღელვებელ პროფესიაში? რატომ ირჩევენ მაინცდამაინც მას? ყველა ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად გადავწყვიტეთ რედაქციაში კომპანიის დირექტორის, ქ-ნ ნიგიარ რამაზანოვას მოწვევა.

მრავალფეროვანი მომსახურება და ძლიერი გუნდი - ეს ის უპირატესობებია, რომლებიც ბრენდ "გლორიას" სასტუმროებს განასხვავებს. ბრენდი ორი უაღრესად საინტერესო კონცეფციის სასტუმროთი, თბილისში - "თიფლის პალასით“ და ბათუმში - „რანდ ლორიათი“ პოზიციონირებს. სასტუმროები იდეალური მდებარეობითა და უნიკალური არქიტექტურით გამოირჩევა. ბრენდ რანდ ლორიას“ უპირატესობას ანიჭებს იდეალური გუნდი, რომელიც თითოეულ სტუმარს ინდივიდუალურად უქმნის მაღალი კლასის სერვისს, არაჩვეულებრივ კომფორტსა და განსაკუთრებულ გარემოს.

მდებარეობითა და მომხიბლავი არქიტექტურით „თიფლის პალასი“ მართლაც გამორჩეულ ადგილს იკავებს დედაქალაქის პანორამაში. სასტუმრო მდებარეობს თბილისის გულში, ტურისტულად ყველაზე აქტიურ ზონაში, თუმცა განსაკუთრებული სიმყუდროვით გამოირჩევა. სტუმარი მაშინაც კი მოვლენების ეპიცენტრშია, როცა შენობაში იმყოფება, რადგან სასტუმროს ყველა ნომრიდან იშლება ძველი თბილისის განუმეორებელი ხედები. მას შეუძლია ნამდვილ თბილისში სასტუმროდან გაუსვლელად აღმოჩნდეს.

„ასევე მინდა ყურადღება გავამახვილო ჩვენს არაჩვეულებრივ გუნდზე. ალბათ დამეთანხმებით, რომ მაღალი კლასის სასტუმროს უდიდესი მიღწევაა გუნდი, რომელიც ორიენტირებულია სტუმრის კომფორტზე. ჩვენ შეგვიძლია ზუსტად განვსაზღვროთ მისი სურვილები ყოველგვარი კითხვების გარეშე. ვფიქრობ, ჩვენი სასტუმროები-"რანდ ლორია" და "თიფლის პალასი" მომსახურებით იწყება. სასტუმროს ოფიციალურ პრეზენტაციაზე წარმოდგენილი სერვისების გარდა, ვცდილობთ განვაახლოთ და გავამრავალფეროვნოთ მომსახურებები, თუნდაც ყველაზე მომთხოვნი სტუმრის სურვილების დასაკმაყოფილებლად“, - ამბობს ქ-ნი ნიგიარი.

ნიგიარ რამაზანოვა, სასტუმრო "გრანდ გლორიას" დირექტორი

სასტუმროს განკარგულებაშია რესტორანი „თიფლის ვერანდა“, რომელიც მხოლოდ სასტუმროს მობინადრეებს არ ემსახურება. რესტორანში იდეალურადაა წარმოდგენილი ქართულ-ევროპული სამზარეულო. ვერანდიდან გადაშლილი ულამაზესი ხედები და უგემრიელესი კერძები სტუმარს დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს უქმნის. „თიფლის ვერანდიდან“ ჭიქა ღვინოსთან ერთადაც შეგიძლიათ იგრძნოთ ქალაქის კულტურა და ისტორია. შეიძლება ასეც ვთქვათ - თბილისის გაცნობა თუ გნებავთ, „თიფლის ვერანდიდან“ დაიწყეთ. პროექტი წარმოუდგენლად ესთეტიკური, რომანტიკული და საინტერესოა დღის ნებისმიერ მონაკვეთში. ვერანდაზე თქვენ იპოვით ადგილს დროს ნებისმიერი სახით გასატარებლად, მათ შორის ბიზნესისა და საქმიანი ურთიერთობებისთვის. ეს ის ჯაჭვია, რომელიც სტუმრის მოლოდინისგან იქსოვება.

სასტუმროს აქვს 47 ნომერი, რომელიც 6 კატეგორიად იყოფა. უმაღლესი კატეგორის ლუქსნომრებს საკუთარი ტერასები აქვს, თითქმის სასტუმროს ტერასის ანალოგი, კომფორტული სავარძლებით და მაგიდებით. ლუქსის ნომრიდან რიყის ულამაზესი ხედი იშლება. ნომრებში შესვლისთანავე იგრძნობა იდეალური კომფორტი და სისუფთავე ყველა იმ სერვისით, რაც მაღალი კლასის სასტუმროებისთვისაა დამახასიათებელი, მომსახურებაც სადღეღამისოა.

ასევე ბრენდი „გლორია“ შავი ზღვის მარგალიტს ფლობს და მას "რანდ ლორია" ჰქვია. იგი ზღვასთან ახლოს, თითქმის ბულვარში მდებარეობს და დამსვენებელს სთავაზობს ყველაფერ იმას, რისთვისაც ბათუმში ჩამოდის _ ზღვის სანაპიროს და ულამაზეს პანორამებს. სასტუმრო მდებარეობს ახალი ბულვარის პირველ ზოლში. აქ არის 167 ოთახი, საპრეზიდენტო აპარტამენტების ჩათვლით. "რანდლორიას" უპირატესობა არის თითოეულ ნომერში, რომელიც განსხვავდება სტანდარტული ნომრებისგან ბევრად უფრო ფართო არეალში. თითოეული მათგანიდან იშლება ზღვისა და ბათუმის ხედი. თავისი გამორჩეული არქიტექტურით "რანდლორია" შესანიშნავად ერწყმის ბათუმის ზოგად პანორამას. კომფორტული გარემო ადაპტირებულია ყველა კატეგორიის სტუმრისთვის - აქვთ ფიტნესკლუბი, დახურული და ღია აუზები, რესტორანი, ღია და დახურული ბარი. არის ასევე ადგილები საქმიანი შეხვედრებისა და ქორწილებისთვისაც კი. სასტუმროში სავაჭრო მოედნებისა და სხვა მომსახურებების შესანიშნავი კომბინაციაა შექმნილი. ეს არის ჩვეულებრივი ბიზნესცენტრი, რომელიც სტუმრებს შენობიდან გაუსვლელად მაქსიმალურ კომფორტს უქმნის. სასტუმროს ინტერიერის ყველა დეტალი აზიური ელფერისაა, რომელიც შესანიშნავად ერწყმის ქართულ ხასიათს და ქმნის საინტერესო სტილს. შთამბეჭდავია"რანდ ლორიას" უნიკალური არქიტექტურა. სივრცის ნაწილი დაყოფილია სემირამიდას ბაღებით შთაგონებულ ტერასებად, რომლებიც მაქსიმალურად გვაახლოებს ბუნებასთან. ასევე, გათვალისწინებულია ბათუმის ლანდშაფტი, ბუნება და ზღვის კომბინაცია.

„ჩვენ გვაქვს შემუშავებული გასართობი პროგრამა როგორც მოზრდილებისთვის, ასევე ბავშვებისთვის. თქვენც შეგიძლიათ გახდეთ ამ პროგრამის ნაწილი.

მობრძანდით ჩვენთან მომავალ კვირას, რადგან ვაწყობთ კავკასიურ ღამეს ყველა ტრადიციითა და ელფერით. გაიმართება აზერბაიჯანული სამზარეულოს მასტერკლასები და თქვენ მოგეცემათ შანსი, ჩაეფლოთ ამ ატმოსფეროში.

აქვე გეტყვით, რომ პანდემიის დრო საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა ჩვენთვის. სასტუმრო რანდ ლორია" ბათუმში საკარანტინო სივრცედ ადაპტირდა, სადაც უწყვეტად ვიღებდით მოქალაქეებს. უდიდესი პასუხისმგებლობა ვიგრძენით სახელმწიფოს წინაშე, ჩვენს ხალხს გვერდში დავუდექით, ამ ბრძოლაში ჩვენი წვლილიც შევიტანეთ. ჩვენთან მოხვედრილ თითოეულ მოქალაქეს, თუნდაც გამოკეტილ ოთახში, ბათუმის ხედებით, ზღვის პანორამითა და იდეალური კომფორტით სიამოვნება მივანიჭეთ.

-ეხლა ვმუშაობთ რამდენიმე პროექტზე, რომელიც აჭარაში ტურისტული პოტენციალის განვითარებაზე იქნება ორიენტირებული. ეს იქნება პიარკამპანია, რომელიც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ჩაეშვება: პოლონეთში, აზერბაიჯანში, გერმანიაში, უნგრეთში... უფრო მეტად მაპის ქვეყნებში... ძირითადად, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს ავითვისებთ. პიარკამპანიის მიზანი არა მარტო სასტუმროს ცნობადობის, არამედ აჭარის ტურისტული პოტენციალის გაზრდაა. ეს იქნება ჩვენი მნიშვნელოვანი წვლილი ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოს ეკონომიკის განმტკიცებაში“, - ამბობს დირექტორი.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა