რატი ბრეგაძის ინიციატივით, ნოტარიუსთა პალატის აჭარის წარმომადგენლობა ბათუმის იუსტიციის სახლში განთავსდება

ნოტარიუსთა პალატის აჭარის წარმომადგენლობა დღეიდან ბათუმის იუსტიციის სახლის მე-16 სართულზე განთავსდება. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ინიციატივა იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს ეკუთვნის.
მათივე ცნობით, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სამუშაო ვიზიტით ქუთაისში, ოზურგეთსა და აჭარაში იმყოფებოდა. მან დასავლეთ საქართველოში სტუმრობა ბათუმის იუსტიციის სახლის თანამშრომლებთან შეხვედრით დაასრულა.
როგორც სამინისტროში განმარტავენ, რეგიონებში მინისტრის სამუშაო შეხვედრების მიზანი იუსტიციის სისტემის გამოწვევების იდენტიფიცირება და მათზე დროული და ეფექტიანი რეაგირებაა.

























