ფოთში, კომპაქტურად ჩასახლებული აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა მოთხოვნით - „მოგვეცით უფლება ვისუნთქოთ სუფთა ჰაერი“ შეიკრიბნენ

ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე კომპაქტურად ჩასახლებული აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა ლოზუნგით „მოგვეცით უფლება ვისუნთქოთ სუფთა ჰაერი“ შეიკრიბნენ. ისინი წლებია პროტესტის სხვადასხვა ფორმას მიმართავენ და ხელისუფლების მხრიდან დახმარებას ითხოვენ. შეკრებილების განცხადებით, პორტის ტერიტორიაზე ჯანმრთელობისთვის საზიანო ნივთიერებები ღია წესით მუშავდება. მათივე თქმით, აღნიშნული ნივთიერების ტრანსპორტირება უსაფრთხოების ნორმების დარღვევით ხორციელდება.

„გარკვეული ტერიტორია სახელმწიფომ გადასცა პორტს, რის შემდეგადაც დაიწყო რაღაც ქიმიური ნივთიერებების ღია წესით დამუშავება, რომელიც თავისთავად იწვევს მტვრის გავრცელებას მოსახლეობაში. ჩვენ დიდი ეჭვი გვაქვს, რომ ეს ძალიან სახიფათოა და საზიანოა ჯანმრთელობისთვის.

აქ ცხოვრება არის საშიში. ჩვენი მოთხოვნაა, ამ უბნის პრობლემებზე სახელმწიფომ და ბიზნესმა დაიწყოს დროულად ლაპარაკი. თუ მოხდება კომპენსაციის გაცემა, ან ახალი ფართებით დაკმაყოფილება, ეს მოლაპარაკების საგანია იმიტომ, რომ პორტის გაფართოების პირობებში აქ ცხოვრება, უბრალოდ შეუძლებელია“, - განაცხადა აქციის მონაწილე ვანო კუკულავამ.

დღეს აღნიშნული პრობლემით გარემოსდაცვითი ორგანიზაციები დაინტერესდნენ. ისინი სიტუაციას ადგილზე გაეცვნენ. მათი განცხადებით, ხელისუფლებას კიდევ ერთხელ ჩააყენებენ საქმის კურსში და შეკრებილების სამართლიან ბრძოლას ყოველთვის დაუჭერენ მხარს.

იხილეთ ვიდეო:ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე კომპაქტურად ჩასახლებულმა აფხაზეთიდან დევნილმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია მოაწყო

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს