„მიჰაუსის“ იუბილეზე 2000-მდე საჩუქარი უკვე გათამაშდა - იჩქარე, აქციის დასრულებამდე დარჩენილია 2 დღე

ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი „მიჰაუსი“ 1 წლის იუბილეს ერთგულ მომხმარებელთან ერთად აღნიშნავს და 3 დღის განმავლობაში განსაკუთრებულ პრიზებს ათამაშებს.

სპეციალური აქცია 16, 17 და 18 ივლისს მოქმედებს. 16 ივლისს უკვე გათამაშდა 2000-მდე საჩუქარი, მათ შორის კონდიციონერი, საყოფაცხოვრებო და სამშენებლო-სარემონტო პროდუქცია, ერთი 1000-ლარიანი, ორმოცი 100-ლარიანი და ათი 500-ლარიანი ვაუჩერი. აქციის დასრულებამდე დარჩენილია მხოლოდ 2 დღე - 17 და 18 ივლისი, გრანდიოზული საჩუქრები კი ისევ გელოდებათ.

უფრო კონკრეტულად, „მიჰაუსში“ სტუმრობისას შეგიძლიათ, მოიგოთ:

  • ყოველი მეასე მომხმარებელი ნებისმიერ შენაძენზე მიიღებს 100 ლარიან ვაუჩერს;
  • ყოველი მეხუთასე - 500 ლარიან ვაუჩერს;
  • სამი დღის განმავლობაში, ყოველ დღე, გათამაშდება 1000 ლარიანი ვაუჩერი;
  • ყოველ 150 ლარიან შენაძენზე მომხმარებელი მიიღებს გათამაშების 1 ბილეთს, რომლითაც ექნება უამრავი საჩუქრის მოგების შანსი, მათ შორის არისტონისა და მიდეას კონდიციონერების;
  • შენაძენის ვებგვერდიდან გაკეთების შემთხევევაში, მომხმარებელი ისარგებლებს უფასო მიწოდებით 20 კილოგრამამდე ან 800 ლარის ზემოთ შენაძენზე - თბილისის მასშტაბით.

განვლილი ერთი წლის განმავლობაში „მიჰაუსმა“ შეიძინა ათასობით კმაყოფილი მომხმარებელი, რომელთაც საშუალება ჰქონდათ 12 000 კვ.მ მეტრზე გაშლილ, მოწესრიგებულ, ყველა მოთხოვნაზე მორგებულ ჰიპერმარკეტში 60 000-მდე დასახელების პროდუქცია შეეძინათ.

ჰიპერმარკეტში პროდუქცია წარმოდგენილია ისეთი ქვეყნებიდან, როგორიც არის აშშ, გერმანია, იტალია, ესტონეთი, ჩინეთი, ნიდერლანდები და სხვა. რაც მთავარია, მომხმარებელს არჩევანის გაკეთება შეუძლია ყველა საფასო კატეგორიაში.

ამასთან, „მიჰაუსის“ პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ონლაინ მაღაზიაშიც.

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა