ბათუმის საერთაშორისო აეროპორტთან, სადაც შარლ მიშელს ელოდებიან, მედიის წარმომადგენლები ლექსო ლაშქარავას ფოტოებით მივიდნენ

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტთან, სადაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს ელოდებიან, მედიის წარმომადგენლები გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ფოტოებით მივიდნენ.

მათი მოთხოვნაა, დაისაჯონ ჟურნალისტებზე, მოძალადე პირები და ასევე, ორგანიზატორები.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა, ისინი ყველა შესაძლებლობას გამოიყენებენ იმისთვის, რომ მათი მთავარი სათქმელი ყველასთან მივიდეს, მათ შორის დიპლომატებთან.

„ჩვენ არ დავიღლებით, ჩვენ ვიბრძვით ჩვენი შვილებისათვის, ჩვენი მომავალი თაობისათვის. ეს აქციები მიზნად ისახავს, რომ ევროპას და მთელ მსოფლიოს დავანახოთ, რომ სიტყვის თავისუფლებას ჩვენ არავის არ დავუთმობთ“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ირაკლი მელაშვილი - დასავლური კურსი დეკლარირებული გვაქვს, მაგრამ ხელისუფლებას მკაფიოდ აქვს გასაცემი პასუხი კითხვაზე - რატომ ამბობს საქართველო უარს დასავლეთის სამხედრო დახმარებაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2022
ბორის სოკოლოვი - პუტინს ნებისმიერ ფასად უნდა ომში გამარჯვება, ამაზეა დამოკიდებული მისი პოლიტიკური მომავალი და ფიზიკურად გადარჩენაც, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ იგი მზადაა, გამოიყენოს თუნდაც ტაქტიკური ბირთვული იარაღი
ქართული ციფრული ბანკების გლობალური აღიარება
ვოლტი ზუგდიდშია