შარლ მიშელს მედიის წარმომადგენლები ლექსო ლაშქარავას ფოტოებით და პლაკატებით წარწერით „მედია თავდასხმის ქვეშაა“ დახვდნენ

ევროპის საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს ჟურნალისტები გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ფოტოსურათებით და პლაკატებით წარწერით "მედია თავდასხმის ქვეშაა" დახვდნენ.

მედიის წარმომადგენლები იმ ადგილას შეიკრიბნენ, სადაც შარლ მიშელის ესკორტს უნდა ჩაევლო.

შეგახსენებთ, შარლ მიშელის თვითმფრინავი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა. შარლ მიშელი 19 ივლისს ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას დაესწრება, სახელწოდებით „საქართველოს ევროპული გზა“. ის ასევე შეხვედრებს გამართავს ქვეყნის პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან. ასევე, დაგეგმილია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შეხვედრა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან. საქართველოში ჩამოსვლამდე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი სომხეთსა და აზერბაიჯანში იმყოფებოდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა