აბასთუმნის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია

აბასთუმნის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, ცეცხლის ლიკვიდაცია მალევე მოხდა და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

























