ერთ-ერთი უკანასკნელი ვაკანტური მიწის ნაკვეთი ბათუმში (R)

საინვესტიციო პლატფორმა ინვესტინის ფარგლებში კოლიერსს შერჩეული მიწის ნაკვეთი გამოაქვს გასაყიდად. უძრავი ქონება ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარეობს და სამი მომიჯნავე მიწის ნაკვეთისგან შედგება, რომელთა საერთო ფართობი 12,431კვ.მ-ს შეადგენს. შეთავაზებული აქტივი ერთ-ერთი უკანასკნელი ვაკანტური მიწის ნაკვეთია შემოგარენ არეალში. მისი ზომა და პარამეტრები მასშტაბური მონო ან შერეული გამოყენების დეველოპმენტის განვითარების საშუალებას იძლევა. მიწის ნაკვეთი მოსწორებულია და მასზე არ მდებარეობს შენობა-ნაგებობები, შესაბამისად, უძრავი ქონება უკვე შესაფერის მდგომარეობაშია სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად.

აქტივის შემოგარენი არეალი ქალაქის ახალ ცენტრად ითვლება, ზღვასთან პირდაპირი წვდომა და ახალ ბულვართან სიახლოვე არეალს ბათუმის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდ უბნად აყალიბებს. შემოგარენში გვხვდება ბათუმის ახლად აშენებული, უეფას IV კატეგორიის სტანდარტების შესაბამისი სტადიონი და არაერთი შერეული გამოყენების დეველოპემტი, მათ შორის: ალიანს ცენტროპოლისი, ორბი სიტი და ორბი ზღვის თაუერსი. უძრავი ქონება 10 წუთის სამანქანო დისტანციაზეა როგორც ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან, ასევე ბათუმის რკინიგზის სადგურიდან. შემოგარენი ფუნქციების ანალიზის მიხედვით, იკვეთება არეალის მულტი-ფუნქციური ხასიათი, რომელიც მეტწილად შედგება საცხოვრებელი, აპარტჰოტელი, სასტუმრო და საოფისე ფუნქციებისგან. არსებული ფუნქციური მიქსი ხაზს უსვამს შემოგარენის ტურისტულ მიზიდულობის ცენტრად პოზიციონირებას და საინვესტიციოდ საკმაოდ მიმზიდველს ხდის აქტივს.

ბათუმის საცხოვრებელი და აპარტჰოტელ ბაზრები ბოლო ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვნად განვითარდა. შედეგად, 2019 წელს, ბათუმის საცხოვრებელ ბაზარზე რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა: ტრანზაქციებმა 11,466 ერთეული შეადგინა, ბაზრის ზომამ კი 491 მილიონი აშშ დოლარი. საგულისხმოა ის ფაქტორიც, რომ ბათუმის პრემიუმ კლასის საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები თბილისის პრემიუმ კლასის ფასს აღემატება. ყველა ძირითადი მაჩვენებლის ანალიზი საინვესტიციო მიმზიდველობას სძენს ვაკანტურ მიწის ნაკვეთს, რასაც ემატება მისი ექსკლუზიურობა - შეთავაზებულ არეალში მიწის ნაკვეთის შეძენის ერთ-ერთი უკანასკნელი შესაძლებლობა ინვესტორებისთვის.

უნდა აღინიშნოს, რომ კოლიერსის სახელით ბაზარზე ახალი საინვესტიციო პლატფორმა - ინვესტინი სულ ახლახანს გამოჩნდა. პლატფორმა შერჩეულ საინვესტიციო პროექტებს უყრის თავს. აქტივების სელექციას კოლიერსის გუნდი ახორციელებს, შესაბამისად შერჩევის მეთოდოლოგიაში კომპანიის სხვადასხვა მიმართულებაა ჩართული. შეფასების გუნდი ახდენს ქონების ღირებულების განსაზღვრას, დეველოპმენტ კონსალტინგის მიმართულება აფასებს ობიექტის ფიზიკურ მდგომარეობას, აანალიზებს პროექტის მიკრო და მაკრო ლოკაციებს, შემოგარენის ფუნქციებსა და საინვესტიციო აქტივის კონტექსტს. წინასწარი ანალიზი საშუალებას იძლევა თავიდან ბოლომდე შეფასდეს უძრავი ქონების პოტენციალი და მხოლოდ ამის შემდეგ შეირჩეს კონკრეტული პროექტები ფართო აუდიტორიისთვის წარსადგენად.

ბათუმის შერჩეული პროექტი - ფიროსმანის #13 კოლიერსმა ბაზარზე 15 ივლისს გამოიტანა, აქტივზე შეთავაზებებისა და კომერციული წინადადებების მიღება კი მხოლოდ 2 თვეს გასტანს და 15 სექტემბერს დასრულდება.

Investin.ge | 032 2 220 322 | contact@investin.ge

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა