დავით ზალკალიანი - იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც რეგიონშია, დღევანდელი დისკუსია იქნება მიმართული იქითკენ, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ჩვენი ევროპული ინტეგრაციის პროცესების დაჩქარების მიმართულებით

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ბათუმის ევროპული კონფერენცია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის გაღრმავების მიმართულებით უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენაა.

როგორც მან კონფერენციის დაწყებამდე აღნიშნა, წლევანდელი კონფერენცია განსხვავებულია იმით, რომ მას მაღალი დონის სტუმრები ესწრებიან.

„წლევანდელი კონფერენცია განსხვავებული ფორმატით პანდემიიდან გამოწვეული სირთულეების გამო იმართება - ჩვენ მას ონლაინ ფორმატში ვმართავთ. მაგრამ წლევანდელი კონფერენცია განსაკუთრებულია იმითაც, რომ გვყავს მაღალი დონის სტუმრები: ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ასოცირებული პარტნიორი ქვეყნების პრეზიდენტები. საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, სწორედ ამგვარი ფორმატით გადაწყდა წლევანდელი კონფერენციის ჩატარება. იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც რეგიონშია შექმნილი, ჩვენი დღევანდელი დისკუსია იქნება მიმართული იქითკენ, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ჩვენი ევროპული ინტეგრაციის პროცესების დაჩქარების მიმართულებით.

წლევანდელი წელი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ წლის ბოლოს გაიმართება „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი“. სწორედ აღმოსავლეთ პარტნიორობის მზადების თვალსაზრისითაც უნდა გავნიხილოთ წლევანდელი კონფერნეცია. კონფერენციის ფარგლებში ხელი მოეწერება ასოცირებულ პარტნიორ წევრ ქვეყნებს შორის ერთობლივ დეკლარაციას, რაც კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამს, რომ აუცილებელია აღმოსავლეთ პარტნიორ რეგიონის ქვეყნებს შორის იყოს გამონახული ახლებური მიდგომები, სწორედ იმ გეოპოლიტიკური გამოწვევებიდან გამომდინარე, რომელიც შეიქმნა. აუცილებელია, რომ იყოს უზრუნველყოფილი დიფერენციაციის პრინციპი და აუცილებელია ასევე, რომ შენარჩუნებული იქნას ინკლუზიურობა. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი დისკუსიები იქნება უაღრესად ნაყოფიერი, დაეხმარება ჩვენს ევროპელ პარტნიორებსაც იმისთვის, რომ ნათლად წარმოიდგინონ ჩვენი მისწრაფებები, მიზნები თუ რა უნდა გაკეთდეს 2020 წლის შემდგომ აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების რეგიონში და განსაკუთრებით, ასოცირებული პარტნიორების მიმართულებით, რათა ის პროგრესი, რომელიც ამ სამ ქვეყანას: საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას აქვს, კიდევ უფრო შეუქცევადი გახდეს და ჩვენი ევროპული ინტეგრაციის პროცესი წავიდეს კიდევ უფრო სწრაფი ტემპით“, - განაცხადა ზალკალიანმა.

ცნობისთვის, ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ დღეს გაიხსნება და ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართება. მასში მონაწილეობას ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ერთად, უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტები ვლადიმირ ზელენსკი და მაია სანდუ მიიღებენ.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ