ბადრი ჯაფარიძე - იმედი გვაქვს, შარლ მიშელის ჩართულობა უზრუნველყოფს იმას, რომ „ქართული ოცნება“ იძულებული იქნება შეასრულოს ყველა პირობა

ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან შეხვედრა ძალიან შინაარსიანი, კარგი და კონსტრუქციული იყო.

მისივე თქმით, შეხვედრაზე მათ შორის, ისაუბრეს შარლ მიშელის დოკუმენტის შეფერხებულ იმპლემენტაციაზე.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, პრეზიდენტი მიშელი გააგრძელებს მის ჩართულობას, რათა შეთანხება განხორციელდეს.

„შეხვედრაზე ჩვენი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორის უმაღლესმა თანამდებობის პირმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის უპირობო მხარდაჭერა და ის, რომ ევროპა გააგრძელებს რეფორმების მხარდაჭერას და ყველა იმ ნაბიჯს განახორციელებს, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას ამ უმწვავესი რეგიონალური გამოწვევების ფონზე.

ამავდროულად, ჩვენ გვქონდა სიღრმისეული ანალიზის შესაძლებლობა რაც შეეხება პრეზიდენტ მიშელის მედიაციით მიღწეულ შეთანხმებასა და მისი შესრულების პროცესს. იყო აბსოლუტურად ღიად დემონსტრირებული, როგორ არღვევს „ქართული ოცნება“ შეთანხმებას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის ნაწილში. ასევე, უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები იქნა გადადებული, ეს არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არასმოსამართლე წევრების დანიშნვა, საკონსტიტუციო ცვლილებებიც გადადებულია, ასევე, გადაიდო ძალაუფლების გადანაწილების შესახებ შეთანხმების მუხლის იმპლემენტაცია. ასე რომ, გვქონდა ძალიან კარგი, კონსტრუქციული საუბარი. პრეზიდენტი მიშელი გააგრძელებს მის ჩართულობას ამ პროცესში, იმისთვის, რომ შეთანხება, რომელსაც საქართველოს მომავლის საგზაო რუკა ჰქვია, განხორციელდეს. ეს სჭირდება ჩვენს ხალხს, ქვეყანას და რაც მთავარია, რეგიონული გამოწვევების ფონზე ამ შეთანხმების იმპლემენტაცია არის აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.

ევროკავშირს აქვს ყველა ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ამ შეთანხმებიდან არ დაუშვას გადახვევა. ამ შეთანხმებიდან გადახვევა საფრთხეში აგდებს ჩვენი სახელმწიფოს, მოქალაქეების კეთილდღეობას იმიტომ, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს უმნიშვნელოვანეს ფინანსურ დახმარებას. იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტ მიშელის ჩართულობა უზრუნველყოფს იმას, რომ, საბოლოონ ჯამში, „ქართული ოცნება“ იძულებული იქნება შეასრულოს ყველა პირობა, რომელიც არის შეთანხმების გათვალისწინებული“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს