„ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპონდენტი, გიორგი ნიკოლიშვილი, რომელსაც „პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ, კლინიკიდან გაწერეს

„ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპონდენტმა გიორგი ნიკოლიშვილმა, რომელსაც 5 ივლისს „პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ, საავადმყოფო დატოვა. ის საავადმყოფოში მკურნალობას ორი კვირის განმავლობაში გადიოდა, დღეიდან კი რეაბილიტაციის პერიოდს სახლში გაივლის.

გიორგი ნიკოლიშვილმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე თავს კარგად გრძნობს.

როგორც მისმა ექიმმა, მარიამ ხელაძემ განაცხადა, ნიკოლიშვილის ზოგადი მდგომარეობა გაუმჯობესებულია და დღეს გაწერეს საავადმყოფოდან.

„პაციენტის ზოგადი მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესებულია. ჩატარებული თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფიით ჰემორაგული კომპონენტები პრაქტიკულად ალაგებულია. შესაბამისი რეკომენდაციებით და დანიშნულებით გაეწერა ბინაზე" , - აღნიშნა ექიმმა.

ცნობისთვის, 5 ივლისს, გიორგი ნიკოლიშვილს რამდენიმე პირი ქაშუეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თავს დაესხა და სცემა. თავდასხმის შედეგად მან გონება დაკარგა. გიორგი ნიკოლიშვილი ამ დრომდე კლინიკაში იმყოფებოდა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა