მოსკოვში ვლადიმერ პუტინისა და ილჰამ ალიევის შეხვედრა გაიმართება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აზერბაიჯანელ კოლეგას, ილჰამ ალიევს 20 ივლისს მოსკოვში შეხვდება, - ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„20 ივლისს მოსკოვში გაიმართება მოლაპარაკებები რუსეთის პრეზიდენტ პუტინსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალიევს შორის, რომელიც სამუშაო ვიზიტით რუსეთს ეწვევა. დაგეგმილია რუსეთ-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების ძირითადი საკითხების განხილვა. აქცენტი გაკეთდება ვაჭრობაზე, ინვესტიციებსა და ჰუმანიტარულ თანამშრომლობაზე”, - ნათქვამია კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, გარდა ამისა, ლიდერები აქტუალურ რეგიონალურ პრობლემებსაც განიხილავენ.

„ძირითადი ყურადღება დაეთმობა ყარაბაღის საკითხზე რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების მიერ 2020 წლის 9 ნოემბერსა და 2021 წლის 11 იანვარს ხელმოწერილი შეთანხმებების შესრულების პრაქტიკულ ასპექტებს“, - აცხადებენ კრემლის პრესსამსახურში.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში