„მიჰაუსმა“ ერთი წლის იუბილეზე გრანდიოზული პრიზები გაათამაშა

ამიერკავკასიაში ყველაზე დიდმა სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტმა „მიჰაუსმა“ 1 წლის იუბილეზე გრანდიოზული პრიზები გაათამაშა. 3 დღის განმავლობაში, ჰიპერმარკეტში მისულმა მომხმარებლებმა მოიგეს 100, 500 და 1000-ლარიანი ვაუჩერები; ასევე, გათამაშდა „არისტონისა“ და „მიდეას“ უახლესი კონდიციონერები, რომელიც ზაფხულის ცხელ დღეებში მომხმარებლისთვის ყველაზე სასურველი საჩუქარი იყო.

12 000 კვ.მ ფართობზე გაშლილი ჰიპერმარკეტი „მიჰაუსი“ ზუსტად ერთი წლის წინ, პანდემიის დროს გაიხსნა. მიუხედავად იმისა, რომ კოვიდ რეგულაციებმა ბევრი ბიზნესი ლიკვიდაციამდე მიიყვანა, კომპანიამ განვითარება და ლოიალური მომხმარებლების შეძენაც კი შეძლო.

როგორც „მიჰაუსის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნოდარ ჯავახიშვილი განმარტავს, განვლილი ერთი წლის განმავლობაში კომპანიამ შეძლო და დამკვიდრა როგორც ნოვატორი, რომელმაც პანდემიის პერიოდში უამრავ გამოწვევას უპასუხა.

„განვლილი ერთი წლის განმავლობაში „მიჰაუსმა“ ქართული ბაზარი მართლაც უკეთესობისკენ შეცვალა, რადგან რეალურად, ის წარმოადგენს კომპანიას, რომელსაც შეუძლია მომხმარებელს შესთავაზოს სრულყოფილი სერვისი და სამშენებლო და სარემონტო მასალების ყველაზე ფართო ასორტიმენტი.

ამავდროულად, სიახლეები, რომელსაც ჩვენ ვნერგავთ, ქართული ბაზრისთვის ინოვაციურია. მაგალითად, როცა ბიზნეს სექტორი კრიზისულ და გაურკვეველ მდგომარეობაში იყო, ჩვენ ჩავატარეთ ჰიპერმარკეტის ონლაინ გახსნა, შემდეგ პირველები ვიყავით, ვინც დავიწყეთ ონლაინ გაყიდვები, სერვისს დავამატეთ დიზაინერის მომსახურება და შემოვიღეთ სასაჩუქრე ბარათები. გარდა ამისა, საქართველოში შემოვიყვანეთ ბევრი ისეთი ბრენდი, რომელიც აქამდე არ იყო და საბოლოოდ, გავხდით ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი, რომლისთვისაც პრიორტეტს წარმოადგენს მომხმარებლის კმაყოფილება და მასზე ზრუნვა. გვაქვს შეძენისა და მიტანის მარტივი სერვისი, ხოლო ჩვენსა და მომხმარებელს შორის კომუნიკაციისას ზედმეტი ბარიერები სრულად მოვხსენით“, - აღნიშნა ნოდარ ჯავახიშვილმა.

მისივე თქმით, მიჰაუსი“ არის ჰიპერმარკეტი, რომელსაც შეუძლია, მომხმარებელს რეალური აქციები შესთავაზოს. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მისი თქმით, კომპანია კიდევ უფრო განვითარებას და სერვისში მეტი ინოვაციის დანერგვას გეგმავს. პარალელურად კი მომხმარებლები ყოველთვიური შეთავაზებებით ისარგებლებენ.

„ჩვენ ვაკვირდებით ბაზარზე არსებულ მოთხოვნას და მომხმარებელს ყოველთვიურად სასურველ პროდუქციაზე შევთავაზებთ ფასდაკლებას. დაბადების დღის პერიოდში მომხმარებელთა სიმრავლემ დაგვარწმუნა, რომ განვლილი პანდემიური წელიწადი ჩვენთვის წარმატებული აღმოჩნდა და ათასობით ლოიალური მომხმარებელი შევიძინეთ“, - განმარტა ნოდარ ჯავახიშვილმა.

ამ დროისთვის „მიჰაუსში“ წარმოდგენილია 60 000-მდე დასახელების პროდუქტი, მათ შორის სამშენებლო მასალები, ელექტროობა, სანტექნიკა და აქსესუარები, მოსაპირკეთებელი მასალები, იატაკი და ფილები, შპალერი, ელექტრო და ხელის ინსტრუმენტები, ლაქ-საღებავები, განათება, დეკორაცია, საყოფაცხოვრებო ნივთები და სხვა.

პროდუქციის იმპორტი ხდება ისეთი ქვეყნებიდან, როგორიც არის აშშ, გერმანია, იტალია, ესტონეთი, ჩინეთი, ნიდერლანდები და სხვა. რაც მთავარია, მომხმარებელს არჩევანის გაკეთება შეუძლია ყველა საფასო კატეგორიაში. ამასთან, პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ონლაინ მაღაზიაშიც, რომელიც აპლიკაციის სახითაც შეგიძლიათ გადმოწეროთ როგორც iOS, ისე Android ვერსიისთვის. „მიჰაუსი“ იყო პირველი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი საქართველოში, რომელმაც მომხმარებელს სწრაფი და მარტივი სერვისი - აპლიკაცია შესთავაზა.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა