ლევან იოსელიანი - შეთანხმება ყველას მიერ არის გადასარჩენი, როგორც ოპოზიციის, ასევე „ქართული ოცნების" მიერ, მას შარლ მიშელი ვერ გადაარჩენს

შეთანხმება ყველას მიერ არის გადასარჩენი, როგორც ოპოზიციის, ასევე „ქართული ოცნების" მიერ, მას შარლ მიშელი ვერ გადაარჩენს, - ამის შესახებ „მოქალაქეების" დეპუტატმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, მიშელის გზავნილები ძირითადად სასამართლოს ნაწილს ეხებოდა და ამ მიმართულებით მისი განცხადებები ცალსახა იყო. რაც შეეხება მის მოწოდებას, შეთანხმებას შეუერთდნენ სხვა პარტიებიც, იოსელიანი ვარაუდობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, რადგან ისინი 2 თვით ბოიკოტს აცხადებენ.

„მიშელის გზავნილები შეხვედრის მერე ეხებოდა სასამართლოს და მან ცალსახად თქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება გულისხმობს დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობას. ეს შეთანხმება, რომელიც მაგიდაზე დევს, ყველას მიერ არის გადასარჩენი, როგორც ოპოზიციის ასევე „ქართული ოცნების“ მიერ, მას შარლ მიშელი ვერ გადაარჩენს, ჩვენი შესასრულებელია ორივე მხარის.

„ნაციონალური მოძრაობა“ ოფიციალურად წავიდა ბოიკოტში, განაცხადი გააკეთეს ბიუროზე და ორი თვე იქნებიან ბოიკოტში, ბოიკოტში მყოფი პარტია რამდენად მოაწერს ხელს შეთანხმებას, რა გითხრათ, მგონი არ მოაწერენ, თუმცა, სულ ვამბობდი, მნიშვნელოვანია, რომ ხელი მოეწერათ და შეერთებოდნენ სამუშაო პროცესს, რაც დაიწყო პარლამენტში“, - განაცხადა იოსელიანმა.

ოთარ ჯანელიძე - რუსეთიდან შემომსვლელ მიგრანტებთან დაკავშირებით უნდა იგრძნობოდეს, რომ ვმოქმედებთ, როგორც სახელმწიფო
ქართული პრესის მიმოხილვა 26.09.2022
დიტერ ბოდენი - ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მოწესრიგების პროცესში საქართველო უნდა იყოს ლიდერი, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ქართული მხრიდან ამას ვერ ვხედავ
სვისმედკომერსი - უმტკივენულო ანესთეზიის ტექნოლოგიის დანერგვა საქართველოს ბაზარზე
ლისის ტბაზე LISI VIBES გაიმართება
ლიბერთიმ მეთხილე ფერმერებისთვის ახალი აგროპროექტი დაიწყო
განახლებული ვაკის საცურაო აუზი ახალ სეზონს მასპინძლობს
ლიბერთის ახალი აქცია სამომხმარებლო სესხზე