ბადრი ჯაფარიძე ჩრდილოვან კაბინეტში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ხაზარაძის, ასევე გიორგი ვაშაძის კანდიდატურებზე მსჯელობას არ გამორიცხავს

ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე ჩრდილოვან კაბინეტში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ხაზარაძის, ასევე გიორგი ვაშაძის კანდიდატურებზე მსჯელობას არ გამორიცხავს.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ მამუკა ხაზარაძე განიხილებოდეს პრემიერობის კანდიდატად, ჯაფარიძე პასუხობს - „რატომაც არა, მაგრამ ჯერ არ შევთანხმებულვართ ამაზე".

„არ გვქონია შეთანხმება, ასევე შეიძლება იყოს სხვა კანდიდატებიც, გიორგი ვაშაძეზე დღეს გაიჟღერა - რატომაც არა, განვიხილოთ სხვადასხვა კანდიდატი, ვიმსჯელოთ“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

რაც შეეხება უნდობლობის გამოცხადებას, მისი თქმით, პროცედურის დასაწყებად ორი ხმა აკლიათ.

„დისკუსია გახსნილი გვაქვს ოპოზიციონერ კოლეგებთან, ვიხილავთ სხვადასხვა კონფიგურაციას, ჯერჯერობით ორი ხმა გვაკლია. იმედი მაქვს ერთი პოლიტიკური ჯგუფი მაინც გადახედავს თავის გადაწყვეტილებას და მხარს დაუჭერს უნდობლობის პროცედურის დაწყებას.

ჩვენ ყველას გვესმის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის ყველაზე დიდი კრიტიკის საგანი იყო ძალოვანი ინსტიტუტები, ძალოვანი მინისტრები, ეს იყო ყველაზე დიდი პრობლემა. წარსულიდან გამომდინარე, საზოგადოებაში რომ არ არსებობდეს განცდა, რომ თუ კოალიციური მთავრობა შეიქმნა, შეიძლება კიდევ მსგავსი რამ ვიხილოთ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მინისტრები ფართო სამოქალაქო კონსულტაციების შედეგად უნდა იყვნენ დანიშნული“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება