ყირგიზეთიდან ბათუმის მიმართულებით ფრენები დაიწყო

ყირგიზეთიდან ბათუმის მიმართულებით პირველად, რეგულარული ფრენები დაიწყო. ავიაკომპანია Air Manas პირდაპირ ფრენებს ბიშკეკიდან ბათუმის მიმართულებით ზაფხულის განმავლობაში, ყოველ შაბათს შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ტურისტებთან ერთად პირველ ავიარეისს ბათუმში ყირგიზული ტურ-სააგენტოების წარმომადგენლები ჩამოჰყვნენ. ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობებისა და სასტუმრო ინფრასტრუქტურის დათვალიერების შემდეგ მათთვის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრაზე აჭარის ტურისტულ პროდუქტებზე, მიმართულებებსა და რეგიონში ტურიზმის კუთხით მიმდინარე პროექტებზე გაკეთდა აქცენტი.

ამასთან, რეგიონში ვიზიტისას ინფოტურის მონაწილეები ადგილობრივი ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებს შეხვდნენ და ურთიერთ თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ისინი მთიან აჭარასაც სტუმრობდნენ, სადაც ადგილობრივი კერძები დააგემოვნეს და ფოლკლორ შოუს დაესწრნენ.

განახლებულ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ივლისის განმავლობაში 304 რეგულარული ფრენა განხორციელდა. ამ ეტაპზე, რეგულარული ფრენები ბათუმის მიმართულებით 10 მიმართულებიდან ხორციელდება.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა