კახა ოქრიაშვილი ე.წ. ჩრდილოვან კაბინეტთან დაკავშირებით პოზიციას ავრცელებს

რადგან ჩრდილოვან კაბინეტზე, პოლიტიკურ სპექტრში, დისკუსია გაიხსნა, ვაცხადებთ და კიდევ ერთხელ, ვაქვეყნებთ დოკუმენტს, რომელიც შემუშავებულია წამყვანი ევროპული ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით და ასახავს მექანიზმს, თუ როგორ უნდა ჩამოყალიბდეს მომავალში საქართველოში კოალიციური ხელისუფლება.

1.კოალიციურ მთავრობაში პორტფელები განაწილდება კოალიციურ შეთანხმებაში მონაწილე პარტიების მიერ მიღებული ხმების შესაბამისად, შემდეგი წესით - ამ პარტიების მიერ მიღებული ხმების ჯამიდან გამოითვლება თითოეული პარტიის მიღებული ხმების პროცენტი. ამ პროცენტის საფუძველზე, მთვარობის შემადგენლობის საერთო რაოდენობიდან, გამოითვლება თითოეული პარტიისათვის მინისტრის პორტფელების რაოდენობა;

2.კოალიციურ შეთანხმებაში მონაწილე პარტიებიდან პირველ ადგილზე გასული პარტია დაასახელებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს;

3.კოალიციურ შეთანხმებაში მონაწილე პარტიებიდან მე-2 ადგილზე გასული პარტია დაასახელებს შინაგან საქმეთა მინისტრის კანდიდატურას; (ან სხვა კანდიდატურას, შეთანხმების საფუძველზე)

4.მე-3 ადგილზე გასული პარტია დაასახელებს წინასწარ შეთანხმებით განსაზღვრულ მნიშვნელოვანი პორტფელის მქონე მინისტრის კანდიდატურას; (მაგ: საგარეო საქმეთა მინისტრი, იუსტიციის მინისტრი)

5.ანალოგიურად, ზემოაღნიშნული წესების საფუძველზე, გადანაწილდება საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეების პორტფელები, გარდა ადამიანის უფლებათა კომიტეტისა, რომლის თავმჯდომარეც ინიშნება ოპოზიციიდან.

ქვეყნის კოალიციური მმართველობის პრეცედენტი მნიშვნელოვანია დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაციის, ეფექტიანი შეკავებისა და ურთიერთგაწონასწორების მექანიზმების ჩამოყალიბების გასაძლიერებლად.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით