ხობის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევის შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი დისტრიბუციის მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი ნაწილიდან გადავიდა ბოძს შეეჯახა და ერთ -ერთი სახლის ეზოში შევარდა.

დაშავებული პირი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების შეფასებით მისი მდგომარეობა მძიმეა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა