გიორგი ხვედელიანი - ჯანდაცვის სისტემა ჩიხშია, აუცილებელია მაქსიმალურად ვმობილიზდეთ და თავი დავიცვათ

ჯანდაცვის სისტემა ჩიხშია, დამნაშავე ხელისუფლებამ მოქალაქეები კოვიდის წინაშე მარტო დატოვა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ხვედელიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება პანდემიის პერიოდშიც კი ვერ ამბობს უარს „ხელის მოთბობაზე".

„დღეს მთელი პასუხისმგებლობა მოქალაქეებზეა გადატანილი. მოსახლეობის აცრის პროცესს თითქმის ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფო, ვერც საინფორმაციო დონეზე, ვერც ტექნიკურად. არ გვაქვს სათანადო რაოდენობის ვაქცინა და რაც გვაქვს, ისიც მისტიკურად ქრება. ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის შექმნილი პორტალი ვერ გაიმართა, მიუხედავად კოვიდფონდისათვის მიღებული მილიარდებისა. საავადმყოფოებში ელემენტარულ კვლევებზე მისული ადამიანების ინფიცირებულთაგან იზოლირებას ვერ ახერხებენ და საავადმყოფოები ვირუსის გავრცელების მთავარი კერა ხდება. წელიწადნახევრიანი გამოცდილების მიუხედავად, ქვეყანაში გვაქვს სიკვდილიანობის გამორჩეულად მაღალი მაჩვენებელი. ხელისუფლება საყოველთაო საფრთხის წინაშეც ვერ ამბობს უარს ხელის მოთბობაზე, რაც შარშანვე ცხადი გახდა, როდესაც ვითომ პირბადეები შეკერეს. ჯანდაცვის სისტემა ჩიხშია, დამნაშავე ხელისუფლებამ მოქალაქეები კოვიდის წინაშე მარტო დატოვა. აუცილებელია მაქსიმალურად ვმობილიზდეთ და თავი დავიცვათ", - განაცხადა ხვედელიანმა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“