ადგილობრივები მარნეულში მომხდარი მკვლელობის დეტალებზე საუბრობენ

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სარალში მცხოვრებლები, ახალგაზრდა მამაკაცის მიერ ყოფილი ცოლისა და სიმამრის მკვლელობის, ასევე, სიდედრისა და ცოლის ძმის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებულ დეტალებზე საუბრობენ.

კერძოდ, როგორც „ინტერპრესნიუსს“ სოფლის მცხოვრებლებმა განუცხადეს, ახალგაზრდა ქალს ყოფილ მეუღლესთან კონფლიქტი ჰქონდა.

„კონფლიქტი აქამდეც ჰქონდათ, რის გამოც 2-3 თვის წინ დაშორდნენ. ბიჭმა ცოლ-შვილი მიატოვა. უფროსი ბავშვი პირველ კლასშია, დანარჩენები უფრო პატარები არიან. დამნაშავე სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს, რათა ასეთი სისასტიკე აღარ განმეორდეს“, - აცხადებენ სოფელში.

ამასთან, კიდევ ერთი მეზობლის თქმით, პირი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, იარაღის საყიდლად თბილისში იმყოფებოდა.

"როგორც ამბობენ, დამნაშავე ცეცხლსასროლი იარაღის საყიდლად თბილისში სპეციალურად იყო ჩასული. სოფელში დაბრუნებისთანავე, საღამოს სახლში ამოვიდა და ოჯახის წევრების მიმართულებით 8 ტყვია გაისროლა. ყოფილი ცოლი და სიმამრი ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო ცოლის ძმა და სიდედრი საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაზიანება ფეხების არეში ბავშვებმაც მიიღეს, თუმცა ამის დეტალები ჩემთვის უცნობია.

კონფლიქტის მიზეზი ჩემთვის ცნობილი არ არის. სავარაუდოდ, უთანხმოება მოხდა ყოფით, ოჯახურ ნიადაგზე, რასაც ეს სისასტიკე მოჰყვა", - აღნიშნა კიდევ ერთმა მეზობელმა.

შეგახსენებთ, რომ მამაკაცმა ყოფილი ცოლი, 27 წლის ქალი და სიმამრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, გარდაცვლილის ძმა და სიდედრი კი მძიმედ დაჭრა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

მოკლულ ქალს 3 არასრულწლოვანი შვილი დარჩა.

შსს-ს ინფორმაციით, მამაკაცი უკვე დაკავებულია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო