მარნეულში ყოფილი სიძის მერ დაჭრილი ქალი და ცოლის ძმა კლინიკიდან გაწერეს

მარნეულში ყოფილი სიძის მერ დაჭრილი ქალი და ცოლის ძმა კლინიკიდან გაწერეს. როგორც „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკურმა დირექტორმა ტატა შენგელიამ განაცხადა, ქალს დაუმუშავდა დაზიანებები, რის შემდეგ კლინიკა დატოვა.

„0:45 წუთზე ჩვენს კლინიკაში მოიყვანეს გარდაცვლილი 26 წლის ქალი და 50 წლის მამაკაცი. მათ თითო ჭრილობა ჰქონდათ თავის არეში. რაც შეეხება გარდაცვლილი ქალის დედას, მას ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღით ზედა კიდურის დაზიანება და მოტეხილობა. დაუმუშავდა ჭრილობა, რის შემდეგაც დღეს, სახლში გავწერეთ“, - აცხადებს ტატა შენგელაია.

რაც შეეხება კიდევ ერთ დაჭრილს, ის მარნეულის „ავერსის“ კლინიკაში იყო გადაყვანილი. როგორც კლინიკაში განაცხადეს, მამაკაცს მარჯვენა მკერდის არეში გამავალი ჭრილობა აღენიშნებოდა. გადაუდებელი დახმარების შემდეგ ის 2 საათში გაწერეს. "ამჟამად ის სტაბილურ მდგომარეობაშია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - განაცხადა "ავერსის" კლინიკის ემერჯენსის უფროსმა, ხათუნა ებრალიძემ.

შეგახსენებთ, რომ მამაკაცმა ყოფილი ცოლი, 27 წლის ქალი და სიმამრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, სიდედრი და ცოლის ძმა კი დაჭრა.

მოკლულ ქალს 3 არასრულწლოვანი შვილი დარჩა. შსს-ს ინფორმაციით, მამაკაცი უკვე დაკავებულია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა