4 აგვისტოს 09:00 სთ-დან 10-15 წუთით ახალციხე-ნინოწმინდას კმ1-კმ5 მონაკვეთზე და ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ75-კმ76 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 4 აგვისტოს 09:00 სთ-დან 10-15 წუთით ახალციხე-ნინოწმინდას კმ1-კმ5 მონაკვეთზე და ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ75-კმ76 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

მათივე ცნობით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით მიმდინარეობს მრავალეროვნული სამხედრო სწავლება “Agile Spirit – 2021“, რომლის საშტაბო კომპონენტი ტარდება ქ. სენაკში მდებარე მე-2 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე. ხოლო, საველე სწავლება ახალციხის მუნიციპალიტეტში მდებარე ორფოლოს პოლიგონზე. სწავლების ფარგლებში, ზემოაღნიშნულ ლოკაციებზე დაგეგმილია მარათონის ჩატარება და საჭიროა საავტომობილო გზის ჩაკეტვა.

„2021 წლის 4 აგვისტოს, 09:00 სთ-დან 10-15 წუთით, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდას კმ1-კმ5 მონაკვეთზე (ქ. ახალციხე - სოფ. მინაძე) და საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ75-კმ76 მონაკვეთზე (ქ. ახალციხე) იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა”, - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს