კონკურსის „კონსტრუქტორი“ გამარჯვებულები ცნობილია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამოქალაქო ინჟინერიისა და არქიტექტურის მიმართულებების კონკურსის „კონსტრუქტორი“ გამარჯვებულები ცნობილია. ამის შესახებ ინფორმაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კონკურსის ფარგლებში მოსწავლეები მთელი საქართველოდან ერთი თვის განმავლობაში მეორადი მასალებისა და საკანცელარიო ნივთების გამოყენებით ქმნიდნენ სასურველი სკოლისა და სასკოლო სივრცის მაკეტებს, რომლებიც თანხვედრაში იქნებოდა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან: https://uni.cf/3f7glAY

„ჟიურიმ მონაწილეთა მიერ შექმნილი მაკეტები შეაფასა და გამარჯვებულები გამოავლინა.

კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით ვახტანგ ბალავაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არქიტექტურის პროგრამის ხელმძღვანელი ია კუპატაძე, საინჟინრო საკონსულტაციო კომპანია „ფორსის“ დირექტორი ალექსანდრე წაქაძე, საინჟინრო-საპროექტო კომპანია „კავტრანსპროექტის მთავარი კონსტრუქტორი გიორგი მისაბიშვილი, სან დიეგოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, სამოქალაქო ინჟინერი ირაკლი ამბოკაძე და სან დიეგოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, მშენებლობის ინჟინერი ანა პავლიაშვილი. პირველ ადგილზე გავიდა ქალაქ საჩხერის N2 საჯარო სკოლის X-XI კლასის მოსწავლეების გუნდი. გუნდის წევრები – მარიამ აბრამიშვილი, ნინო ჭიღლაძე და ნინო მაჭარაშვილი – დაჯილდოვდნენ ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის სასწავლო ვაუჩერით, წიგნის სახლ „ლიგამუსის“ ვაუჩერითა და სამშენებლო კომპანია „ფორსის“ 500-ლარიანი დაფინანსებით. მეორე ადგილი დაიკავა ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე თორნიკე კიკონიშვილმა, რომელიც დაჯილდოვდა ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის სასწავლო ვაუჩერით, წიგნის სახლ „ლიგამუსის“ ვაუჩერითა და სამშენებლო კომპანია „კავტრანსპროეტის“ 500-ლარიანი დაფინანსებით. მესამე ადგილზე გავიდა ქალაქ ბორჯომის N1 სკოლის XII და N3 საჯარო სკოლის X და XI კლასის მოსწავლეების გუნდი. გუნდის წევრები – ლიზი ზაზაძე, მარიამ დიასამიძე და ელენე ბლიაძე – დაჯილდოვდნენ ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის სასწავლო ვაუჩერითა და სამშენებლო კომპანია „ფორსისა“ და კომპანია „კავტრანსპროექტის“ 300-ლარიანი დაფინანსებით. ხალხის რჩეულის სტატუსი ფეისბუქის გამოკითხვის შედეგად მოიპოვა სოფელ ველისციხის საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე ნიკოლოზ პაპოშვილმა, რომელიც დაჯილდოვდა ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის სასწავლო და წიგნის სახლ „ლიგამუსის“ ვაუჩერებით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს