ანრი ოხანაშვილი - პარადოქსია, ხალხო! ძალადობრივად შემოიჭრნენ სხდომათა დარბაზში და შალვა პაპუაშვილს ადანაშაულებენ ძალადობაში

პარადოქსია, ხალხო! ძალადობრივად შემოიჭრნენ სხდომათა დარბაზში და შალვა პაპუაშვილს ადანაშაულებენ ძალადობაში. ნონსენსი! სიტყვები გააკონტროლეთ და სტუდენტებით სპეკულირებას თავი დაანებეთ! - ასე მიმართა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს ხათუნა სამნიძესა და ხატია დეკანოიძეს ბიუროს სხდომაზე,

ოხანაშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატების მისამართით აღნიშნა, რომ მათ რევოლუცია სურთ, რასაც ვერ მიღებენ.

„პარალელურ სამყაროში უნდათ გვაცხოვრონ და აცხოვრონ ჩვენი საზოგადოება. იმას კი არ ამბობენ, რომ პლენარულ სხდომაზე შეჭრა არის ძალადობა. რომელი კოლეგის საქციელი დაგმეთ ქალბატონო ხატია ან ქალბატონო ხათუნა? პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე რომ მანდატურებზე ძალადობდა, ადექით ახლა და დაგმეთ და დავიჯერებ თქვენ სიმართლეს. პლენარულ სხდომაზე რომ შემოიჭერით, ეს თურმე ყოფილა დემოკრატია და პლენარულ სხდომაზე შეჭრა, პიკეტირება ყოფილა სწორი. როგორ მივიღო თქვენგან რაიმე მორალზე და სამართლებრივ საკითხზე შეფასება?

პარლამენტის შენობაში რომ იჭრებოდით თურმე გამართლებულია, ზვიად გამსახურდიას სახელობის სხდომათა დარბაზში შემოიჭერით და აქეთ ადანაშაულებთ. პარადოქსია, ხალხო! ძალადობრივად შემოიჭრნენ სხდომათა დარბაზში და შალვა პაპუაშვილს ადანაშაულებენ ძალადობაში. ნონსენსი! სიტყვები გააკონტროლეთ და სტუდენტებით სპეკულირებას თავი დაანებეთ! ნუ ბედავთ ამდენს, რომ სოციალურ ქსელში ცდილობთ შალვა პაპუაშვილი იქნება, მე ვიქნები თუ სხვა ჩვენი კოლეგა - ამას აუდიტორიაში რა უნდა. თუ ვინმე აუდიტორიაში შესაშვები არ არის, ხართ თქვენ! იმიტომ, რომ ადამიანის უფლებებზე წარმოდგენა არ გაქვთ! თქვენ ხართ მოწადინებული რევოლუციაზე, მაგრამ თქვენ ამას ვერ მიიღებთ! ჩვენ ამას არ ვკადრულობთ, რომ სტუდენტების მეშვეობით მოგიწყოთ აქციები და ვინმეს მივაყენოთ ამით შეურაცხყოფა. თავი დაანებეთ სოციალურ ქსელში აქტივობას, რომ ვიღაცას მორალური უფლება არ აქვს ლექციაზე შესვლის. შალვა პაპუაშვილსაც აქვს ლექციაზე შესვლის მორალური და სამართლებრივი უფლება, მეც და სხვებსაც! თქვენ არ გაქვთ! მაგრამ არ ვიკადრებთ, რომ თქვენ სტუდენტების სახელით გელაპარაკოთ. ეს არის ამორალურობა!“ - განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტში, რამდენიმე დღის წინ, შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის სიტყვით გამოსვლის დაწყებისას, ოპოზიციის მიერ დაფიქსირებულ პროტესტს უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ადგილი ჰქონდა შეხლა-შემოხლასაც. კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ სპიკერატისთვის განკუთვნილ ადგილზე ასვლა სცადა, თუმცა უმრავლესობის დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა ის ფაქტობრივად, ხელში აიყვანა და ადგილიდან ასე გამოიყვანა. აღნიშნულს ბოკუჩავასა და პაპუაშვილს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა.

დღეს, ბიუროს სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა ოპოზიციონერ დეპუტატებს შესთავაზა ბოკუჩავასა და პაპუაშვილს შორის მომხდარი ინციდენტი ეთიკის საბჭოს ფორმატში განხილონ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა