დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრმა ამჯერად ახალი ამბულატორიული ცენტრი აჭარის რეგიონში, ბათუმში გახსნა

დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი აგრძელებს ამბულატორიული ქსელის გაფართოებას და ამჯერად ახალი ამბულატორიული ცენტრი აჭარის რეგიონში, ბათუმში გახსნა. ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება პ.ბაგრატიონის #129- ში მიიღოს ამბულატორიული და დიაგნოსტიკური სერვისების სრული სპექტრი.

თანამედროვე, უახლესი თაობის მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურითა და კვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტებული სამედიცინო ცენტრი პაციენტებს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამის მომსახურებას სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ ბათუმის ფილიალის შექმნისას იხელმძღვანელეს სრულიად ახალი და განსხვავებული კონცეფციით, რომელიც ქმნის მომხმარებელზე მორგებულ კომფორტულ გარემოს.

კლინიკა აღჭურვილია წამყვანი მწარმოებლების (Voluson, Philips, Siemens და სხვა) უახლესი დიაგნოსტიკური (კომპიუტერული ტომოგრაფი, რენტგენი, ციფრული ექოსკოპები და სხვა) და ლაბორატორიული (Becman Coulter, Roche, Human, Medica, Elit Pro და სხვა) აპარატურით, რაც განაპირობებს დიაგნოსტიკური და ლაბორატორიული გამოკვლევების მაღალ სანდოობას.

ახლადგახსნილი სამედიცინო ცენტრის პრიორიტეტი ადგილობრივი მოსახლეობისთვის რეგიონში სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდაა. მნიშნელოვნია ის ფაქტიც, რომ ადგილობრივ ექიმებთან ერთად, პაციენტებს დახმარებას გაუწევენ სამედიცინო სფეროს წამყვანი სპეციალისტები თბილისიდან.

მეტი კომფორტისთვის ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის პაციენტებს შესაძლებლობა აქვთ - ლაბორატორიული, ამბულატორიული და დიაგნოსტიკური კვლევების მონაცემები მიიღონ ელექტრონულად - პაციენტის ე.წ. ელექტრონულ კაბინეტში. ამავე „ელექტრონული კაბინეტის“ საშუალებით შეეძლებათ ექიმების რეიტინგის ნახვა და შეფასებების მიხედვით ექიმის შერჩევა, ხოლო შემდეგ, სასურველ ექიმთან ვიზიტის დაგეგმვა.

დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი 23 წელზე მეტია ზრუნავს მოქალაქეების ჯანმრთელობაზე - ‘’ჩვენი მიზანია, სამედიცინო მომსახურების უმაღლესი ხარისხის შეთავაზება არა მხოლოდ ბათუმის, არამედ მთლიანად დასავლეთ საქართველოს რეგიონის მოსახლეობისთვის’’.

(R)

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
Webster University Georgia-ს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა დაემატა
Webster University Georgia-ს კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა დაემატა