არმაზ ახვლედიანი - რას ვერჩით ხელოვნების მუზეუმს, ისტორიულ უნიკალურ შენობას, ვისი სახელით უნდა დაინგრეს ის და რატომ?

ამ განსახილველ საკითხს მე, სხვაგვარად დავარქმევდი. აქ, წერია, „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“. მე ვიტყოდი, გაძვალტყავებული ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ, ქვეყნისა, სადაც კორუფციის მასშტაბი ისეთია, რომ ბიუჯეტის შესრულების თაობაზე, წესიერებაზე საუბარი ვფიქრობ, უხერხულია, - ასე მიმართა ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრმა არმაზ ახვლედიანმა ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს გიორგი კაკაურიძეს, რომელიც დეპუტატებს 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში შესატან ცვლილებებს აცნობს.

ამ კონტექტსში ახვლედიანმა ისაუბრა ხელოვნების მუზეუმზე, რომელთან დაკავშირებით ჩნდება კითხვა, „თუ ვისი სახელით უნდა დაინგრეს ის".

„უხერხულია, როდესაც თქვენ, მთავრობის წარმომადგენელი გვესაუბრებით, რომ კულტურის სამინისტროს გაეზარდა მხარდაჭერა და ამ დროს თბილისის ისტორიულ ცენტრში ხელოვნების მუზეუმის ბედის საკითხი დადგა. როგორც ჩანს, ვიღაცას ადგილი უნდა. თქვენ, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე ხართ, მაგრამ არავის დაავიწყდეს, ამ წუთას პარლამენტში მთავრობის წარმომადგენელი ხართ. რას ვერჩით ხელოვნების მუზეუმს, ისტორიულ უნიკალურ შენობას, ვისი სახელით უნდა დაინგრეს ის და რატომ?“, - განაცხადა ახვლედიანმა.

ამასთან, სხდომაზე ახვლედიანი გამოეხმაურა პარლამენტში მედიის პროტესტს, რომლებმაც პლენარული სხდომის დარბაზის აივნიდან კვლავ გადმოფინეს ბანერი წარწერით „დასაჯეთ მოძალადეები“.

„ჯერ ერთი, შეეგუოს უმრავლესობა ამ პროტესტს ან მოიქცეს ისე, რომ არ ცხოვრობდეს საპროტესტო განწყობაში და ასე არ უწევდეს მუშაობა. როგორ შეიძლება ავხსნათ, რომ ამდენი ნაცემი ჟურნალისტის შემდეგ, გარდაცვლილი ჟურნალისტის ფაქტის შემდეგ, ამ ამაზრზენი, საშინელი ფაქტის შემდეგ აჭარის პოლიციის უფროსი თავს უფლებას აძლევს, ძვირფასო კოლეგებო და ჟურნალისტს ესაუბრება კვლავ ზიზღის ენით. ხომ არ დაგავიწყდათ რა უთხრა მან „ტვ. პირველის“ ჟურნალისტს და ამ დროს, საუბარი მიმაჩნია, რომ უბრალოდ, უხერხულია“, - განაცხადა არმაზ ახველედიანმა.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში