„რუსთავი 2“-ისა და “ტვ პირველის” ოპერატორებზე ძალადობის ფაქტებზე ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის რომან ხორავას გადაწყვეტილებით, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის დროს, „რუსთავი 2“-ისა და “ტვ პირველის” ოპერატორებზე ძალადობის ფაქტებზე ბრალდებულებს უშანგი დათუნაშვილსა და ირაკლი წიგნაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

“ძალადობა მიუღებელია - ორი აზრი არ არსებობს”,- განაცხადა მოსამართლე რომან ხორავამ.

პატიმრობის შუამდგომლობა სასამართლო პროცესზე პროკურორებმა დააყენეს, დაცვის მხარე კი ითხოვდა, რომ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო გამოეყენებინათ.

ბრალდებული ირაკლი წიგნაძის ადვოკატმა გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა და მოსამართლის გადაწყვეტილებას „დაუსაბუთებელი“ უწოდა. მან მოსამართლეს მიმართა და განაცხადა რომ მისგან “მეტს არაფერს მოელოდა”.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თაბამშრონლებმა „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის დროს, „რუსთავი 2“-ის ოპერატორზე ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. შსს-ის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, „ცისფერი გალერეას” მიმდებარედ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

რაც შეეხება ბრალდებულს “ტვ პირველის” ოპერატორის მიმართ განხორციელებული ძალადობის საქმეში, სამართლადამცველებმა ასევე გუშინ დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ი.წ.-მ 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, რევაზ თაბუკაშვილისა და გიორგი ჭანტურიას ქუჩების კვეთაზე, „ტვ პირველის“ ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

იხილეთ ვიდეო: "რუსთავი 2"-ისა და "ტვ პირველის" ოპერატორებზე ძალადობის ფაქტებზე ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა