კომპანია „მეტი დეველოპმენტის“ მთავარი არქიტექტორის განცხადებით, „მეტი დეველოპმენტი“ ცდილობს, მაქსიმალური სიმწვანე შეიტანოს იმ ტერიტორიაზე, სადაც მშენებლობას აწარმოებს

კომპანია „მეტი დეველოპმენტის“ მთავარი არქიტექტორის გიორგი გაბუნიას განცხადებით, „მეტი დეველოპმენტი“ ცდილობს, მაქსიმალური სიმწვანე შეიტანოს იმ ტერიტორიაზე, სადაც მშენებლობას აწარმოებს. ამის შეასხებ „ინტერპრესნიუსს“ „მეტი დეველოპმენტიდან“ აცნობეს,

როგორც გიორგი გაბუნია აღნიშნავს, ნაგებობებზე გამწვანების სიმჭიდროვის მატების ტენდენცია უკვე მთელ მსოფლიოში გამოიკვეთა, რაც, გარკვეულწილად, გლობალურ დათბობასთან ბრძოლის ტრენდს მოჰყვა.

მისივე თქმით, დასავლეთ ევროპის რიგი მუნიციპალიტეტები საკანონმდებლო დონეზე შეთანხმდნენ, რომ ყველა სახელმწიფო შენობის სახურავი ან სიმწვანით უნდა დაეფარათ და ან მზის პანელებით. გიორგი გაბუნიას განმარტებით, მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული გახდა კონდომინიუმები, ანუ დამატებითი სერვისების მქონე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსები, რაც, ქალაქგეგმარებითი კუთხით, სწორი მიდგომაა - გქონდეს პირველად სერვისებზე წვდომა ფეხით მიწვდომადობის რადიუსში, რათა მანქანით გადაადგილების მინიმიზაცია შევძლოთ, „თან, ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, საზოგადოებაში, მდგრადი განვითარების კუთხით, ცნობიერება ამაღლდა და მისმა დიდმა ნაწილმა ეკოლოგიაზე ზრუნვის აუცილებლობა გაანალიზა“.

„დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევების მიხედვით, სამუშაო სივრცეში მცენარის არსებობის შემთხვევაში, თანამშრომლის პროდუქტიულობა 15%-ით იმატებს, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში კვლევებმა პროდუქტიულობის 10%-იანი ზრდა აჩვენა. საქართველოში მსგავსი კვლევა არ ჩატარებულა, მაგრამ ფაქტია, რომ პროდუქტიულობა მატულობს, როდესაც ჯანსაღ გარემოში ვიმყოფებით. ზოგადად, რეკომენდირებულია ოფისშიც და სახლშიც დავდგათ ერთი ცენტრალური, მომცრო ზომის მცენარე, ხოლო კაბინეტები და სხვა ოთახები შედარებით პატარა მცენარეებით გავაჯეროთ“, - აცხადებს გიორგი გაბუნია.

მისივე თქმით, „მეტი დეველოპმენტი“ ცდილობს, მაქსიმალური სიმწვანე შეიტანოს იმ ტერიტორიაზე, სადაც მშენებლობას აწარმოებს.

„ჩვენ მუდამ ვცდილობთ, სიმწვანე უხვად იყოს როგორც ეზოს ტერიტორიაზე, ისე ფასადებზე და სახურავზეც, რასაც, გამოყენების შემთხვევაში, მეხუთე ფასადსაც კი ვეძახით, რადგან შენობის ბრტყელი გადახურვა დაგეგმარებისას არანაკლებ ყურადღებას მოითხოვს. ღია ტერასაზე სჯობს, გამოვიყენოთ ნათელი ფერები - რადგან არ მოხდეს მზისგან გადახურება - და ბუნებრივი, მსუნთქავი მასალები, რათა უკეთ შევძლოთ მცენარეების ინტეგრირება და მივიღოთ გრილი, ჯანსაღი, ჯანმრთელი გარემო, რაც გააუმჯობესებს ჩვენს პროდუქტიულობასა თუ მენტალურ ჯანმრთელობას,“ - აღნიშნავს არქიტექტორი.

გაიგეთ მეტი „მეტი დეველოპმენტის“ შესახებ: https://bit.ly/3eIyRyV

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა