ახალგაზრდობის სააგენტო ბოლნისის მუნიციპალიტეტის „ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს“ შეხვდა

ახალგაზრდობის სააგენტო  ბოლნისის მუნიციპალიტეტის  „ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს“ შეხვდა

ახალგაზრდობის სააგენტო ბოლნისის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ახალგაზრდობის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრის მიზანია ადგილობრივი საბჭოს საქმიანობის გაცნობა და საბჭოს წევრებისთვის ინფორმაციის მიწოდება სააგენტოს საქმიანობაზე, ხედვებსა და სტრატეგიებზე.

მათივე ცნობით, სააგენტოს ხელმძღვანელმა საბჭოს წევრებს ახალი შესაძლებლობა შესთავაზა, რაც გულისხმობს მათ ჩართვას სააგენტოს ერთ–ერთი სარეფორმო მიმართულების, „მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების“ პროგრამის ფარგლებში შექმნილ მასიურ ღია ონლაინ კურსში, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ ახალგაზრდული პოლიტიკის კოორდინატორის სერტიფიკატს მიიღებენ.

„ადგილობრვი საბჭოები ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ, დმანისის, საგარეჯოს და მარნეულის მუნიციპალიტეტებთან ერთად ადგილზე შექმნა ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოები ხოლო ბოლნისის მუნიციპალიტეტთან ერთად აძლიერებს არსებულს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.