ზვიად შალამბერიძემ და იოსებ ხახალეიშვილმა ტურიზმის კერძო სექტორთან სამუშაო შეხვედრა გამართეს

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა ტურიზმის კერძო სექტორთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრის თემა ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და სამომავლო გეგმები იყო, რომლის განხორციელებაც ქუთაისსა და იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ცენტრალური ხელისუფლების აქტიური ჩართულობით იგეგმება.

„ევროკავშირის პროექტის - "საპილოტე რეგიონებში ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ორი წლის განმავლობაში იმერეთის რეგიონისთვის 69 მილიონია განსაზღვრული.

სახელმწიფო რწმუნებულმა და ქუთაისის მერმა ქალაქისა და რეგიონის მასშტაბით დაგეგმილ ტურისტულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით პრეზენტაციები წარმოადგინეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

ღონისძიება "DMO იმერეთის" ორგანიზებით ჩატარდა.

ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში გაიმართა, სადაც მუზეუმის ტურიც მოეწყო“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა