კახეთში ახალი წყალგამანაწილებელი ქსელის მშენებლობა დასრულდა

„საქართველოს მელიორაციამ“ კახეთში, ზემო ალაზნის სარწყავ სისტემაზე ახალი წყალგამანაწილებლის სამშენებლო პროექტი დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს მელიორაცია“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაოების ფარგლებში მოეწყო 10 კმ-ზე მეტი სიგრძის დახურული ქსელი და სხვადასხვა ტიპის ჰიდროტექნიკური ნაგებობები - (წყალმიმღები კვანძი, ჰიდრანტები, დამცლელი კვანძი, გამანაწილებელი და შემტბორავი ჭები).

„ჩატარებული სამუშაოების შედეგად ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორხელის, ოჟიოს, კოღოთოსა და ალავერდის 500 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი სტაბილურად ირწყვება.

პროექტის ღირებულება 2 მლნ ლარამდეა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ახლადმოწყობილი სარწყავი სისტემა საქართველოს მელიორაციის გენერალურმა დირექტორმა, დავით წითლიძემ, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, ირაკლი შიოშვილთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

იხილეთ ვიდეო: კახეთში ახალი წყალგამანაწილებელი ქსელის მშენებლობა დასრულდა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა