პირველად საქართველოში - დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში უნიკალური ოპერაცია ჩატარდა

დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში, ორთოპედ-ტრავმატოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელის ნიკა ხუნჯგურუას მიერ წარმატებით ჩატარდა ბარძაყის ყელის, ავასკულარული ნეკროზის ოპერაცია ღეროვანი უჯრედების გადანერგვით.

ნიკა ხუნჯგურუას განმარტებით, ასეთი მნიშვნელოვანი ოპერაცია არა მხოლოდ დავით ტატიშვლის სამედიცინო ცენტრში, არამედ მთელ ამიერკავკასიაში პირვლად ჩატარდა.

ექიმის თქმით, მისულ პაციენტს აღენიშნებოდა კოჭლობა, გადაადგილების დროს წერტილოვნი ტკივილი, მოხრის, გაშლის, განზიდვის შეზღუდვა. პაციენტს ჩაუტარდა რენტგენოლოგიური და მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია, რის საფუძველზეც დაესვა აღნიშნული დიაგნოზი.

დაავადება საწყის სტადიაში ხშირ შემთხვევაში მიმდინარეობს უსიმპტომოდ, გამომწვევი მიზეზებია ტრავმა, სტეროიდებს ხანგრძლივი მოხმარება, სისხლის უჯრედების პათოლოგიები, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება , რისკ ჯგუფს მიეკუთვნებიან მყვინთავები და მეშახტეები.

„პაციენტმა მოგვმართა, დაახლოებით, 8 თვის წინ, მას აღენიშნებოდა ფაქტობრივად ყველა სიმპტომი, რაც ახასიათებს ავასკულარულ ნეკროზს, ჩაუტარდა დაზიანებული ძვლის ქსოვილის გამოფხეკა, მოხდა სინთეზური ძვლის დამუშავება და გამოფხეკილ არეში ღეროვანი უჯრედების ჩანერგვა,“- განმარტავს დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის, ორთოპედ-ტრავმატოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი ნიკა ხუნჯგურუა. მისი განცხადებით, დღეის მდგომარეობით პაციენტს ტკივილები საერთოდ არ აღენიშნება.

აღსანიშნავია, რომ დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი 23 წელზე მეტია ზრუნავს მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, კლინიკების ეს ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით არის წარმოდგენილი და სულ რამდენიმე დღის წინ სრულიად ახალი კონცეფციის და განახლებული დიზაინის ამბულატორიული ქსელი, აჭარის რეგიონში, ბათუმში გაიხსნა

(R)

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
Webster University Georgia-ს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა დაემატა
Webster University Georgia-ს კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა დაემატა