გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში უკანონო ტყითსარგებლობის 14 ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში უკანონო ტყითსარგებლობის 14 ფაქტი გამოავლინეს. აქედან 4 ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტია, 4 - ხე-ტყის უკანონო მოპოვების, 6 კი, ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნული დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, უკანონო ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლენილია ბაღდათისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში.

„კურორტ საირმის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოქალაქემ 6 კუბური მეტრი თხმელის (მურყანი) სახეობის საშეშე მერქნის უკანონო ტრანსპორტირება მოახდინა. სოფელ ხანში, მოქალაქის მიერ წარმოდგენილი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტში მითითებული მონაცემები, არ ემთხვეოდა ავტომანქანის ძარაზე განთავსებულ ფაქტობრივ მასალას.

გარდა ზემოაღნიშნულისა, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სამართალდამრღვევებმა წიფლის სახეობის 15 ერთეული მორისა და 2,5 კუბური მეტრი საშეშე მერქნის უკანონო ტრანსპორტირება მოახდინეს.

ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოვლენილია ტყიბულის, ხონისა და ონის მუნიციპალიტეტებში. მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს ერთი ერთეული წიფლის სახეობის და 12 ერთეული რცხილის სახეობის ხე-მცენარე.

ზესტაფონის, ჭიათურის, ვანის, ხონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს ჯამში 6 ერთეული სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე და მათი უკანონო ტრანსპორტირება მოახდინეს.

სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა