აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვისა და ვაქცინაციის ჩატარებისკენ მოუწოდებს

აჭარაში ეპიდსიტუაცია ნელ-ნელა უარესდება. ბოლო დღეების განმავლობაში დადებითობის მაჩვენებელი 3% - ზე მაღალი გვაქვს, - ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ნონა ეფაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა საგრძნობლად მოიმატა, რის გამოც მოქალაქეებს რეკომენდაციის დაცვისა და ვაქცინაციის ჩატარებისკენ მოუწოდებს.

„მომატებულია აქტიური შემთხვევების რაოდენობა და 1300-ზე მეტია, აქედან 300-ზე მეტი კლინიკაშია მოთავსებული.

ეპიდსიტუაციისთვის მნიშვნელოვანია რეგულაციების დაცვა და ვაქცინაციის პროცესი, რომელიც ბოლო დღეებში გაუმჯობესებულია", - აცხადებს ნონა ეფაძე.

ბათუმის სამშობიარო სახლის ინფორმაციით, კლინიკაში 14 კოვიდ ინფიცირებული ფეხმძიმე არის მოთავსებული. მათივე ინფორმაციით, ორსულების მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ერთი მათგანი საყურადღებოა, რომელიც ჟანგბადს საჭიროებს.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს