Reuters - აშშ-მა ავღანეთის სამთავრობო ძალების მხარდასაჭერად ავიადარტყმები განახორციელა

შეერთებულმა შტატებმა ავღანეთის სამთავრობო ძალების მხარდასაჭერად ავიადარტყმები განახორციელა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, პენტაგონის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბოლო დღეებში საჰაერო დარტყმები ავღანეთის უსაფრთხოების ძალების მხარდასაჭერად განხორციელდა, თუმცა მას სხვა დეტალებზე არ უსაუბრია.

„თალიბანის“ პრესსპიკერმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა აღნიშნა, რომ ავიაიერიშები იერიშები ოთხშაბათს ღამით ქალაქ ყანდაჰართან მიიტანეს, რის შედეგადაც სამი მათი მებრძოლი დაიღუპა. მისი თქმით, ეს ქმედება აშშ-სა და „თალიბანს“ შორის მიღწეული შეთანხმების დარღვევაა.

”ჩვენ ვადასტურებთ საჰაერო დარტყმებს უმკაცრესად ვგმობთ, ეს არის აშკარა თავდასხმა და დოჰას გარიგების დარღვევა. თუკი ისინი რაიმე ოპერაციას ჩაატარებენ, შედეგებზე პასუხიმგებელები იქნებიან“, - განაცხადა „თალიბანის“ წარმომადგენელმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო