ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. დატბორილია ეზოები, ქუჩები, სავარგულები.

ცენტრალურ მაგისტრალზე რამდენიმე წუთით მოძრაობა შეფერხებული იყო.

ადგილზე მერიის შესაბამისი სამსახურები იმყოფებიან და ვითარებას ეცნობიან.

„ამ ეტაპზე მოსახლეობიდან ზარალზე ინფორმაცია არ გვაქვს. დავდივართ და ადგილზე ვეცნობით ვითარებას. ძირითადად დაზიანებულია ხრეშ-ღორღიანი ქუჩები, დატბორილია ეზოები. იმდენად ძლიერი წვიმა იყო, რომ სანიაღვრე არხებმა ვერ გაატარა", - განუცხადა „ინტერპრესნიუსს" ხობის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შავლეგ ბუკიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო