„სინერჯი“ თევზის კომპანია „უმალის“ პარტნიორი გახდა

სინერჯი თევზისა და ზღვის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიის - „უმალის“ პარტნიორი-მეწილე გახდა.

უმალი ევროპული სტანდარტების მიხედვით, ყველაზე დიდი თევზის გადამამუშავებელი ქარხანაა ამიერკავკასიაში. კომპანია ადგილობრივი ბაზრისთვის აწარმოებს 50-ზე მეტი დასახელების პროდუქტს, მათ შორის: სხვადასხვა სახეობის თევზს, ხიზილალასა და ზღვისპროდუქტებს. უმალის პროდუქციით მარაგდება საქართველოს მსხვილი სუპერმარკეტები მთელი ქვეყნის მასშტაბით.

როგორც სინერჯიში განმარტავენ, „უმალთან“ დაპარტნიორება რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორის გათვალისწინებით გადაწყვიტეს:

„თევზის პროდუქტებზე მოთხოვნა გლობალურად გაიზარდა მისი ჯანსაღი და სასარგებლო თვისებებიდან გამომდინარე (CAGR 6.98%), შესაბამისად, ამ მიმართულებას აქვს პოტენციალი არამხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე გაზარდოს წარმოება, არამედ პროდუქცია ექსპორტზეც გავიდეს. გარდა ამისა, კომპანიას უკვე აქვს ხარისხიანი პროდუქციის მრავალფეროვანი ასორტიმენტი. “

„უმალის“ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი თევზის გადამამუშავებელი საწარმო ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ურბნისში მდებარეობს და მასში უმეტესწილად ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.

უმალის პროდუქციას მინიჭებული აქვს საერთაშორისო სტანდარტის სერტიფიკატები: ISO 22000:2005, HACCP.

ცოტა ხნის წინ უმალი 2021 წლის Golden Brand-ის რიგით მე-16 დაჯილდოების გამარჯვებულიც გახდა ნომინაციაში: თევზეულის და ზღვის პროდუქტების N1 ოქროს ბრენდი. აღსანიშნავია, რომ კომპანია ამ სტატუსს უკვე მე-4 წელია ინარჩუნებს.

სინერჯი კომპანიის განვითარებას რამდენიმე მიმართულებით გეგმავს: გაყიდების არხების გაფართოებით; თევზისა და ზღვისპროდუქტების ასორტიმენტის გაზრდითა და ბრენდის ცნობადობის ამაღლებით.

„კომპანია „უმალი“ განვითარების იმ ეტაპზეა, როდესაც სწორი პროცესებით მნიშვნელოვანი ზრდის მოხდენაა შესაძლებელი. ვვარაუდობთ, რომ კომპანიის ღირებულება 5 წელიწადში სულ ცოტა გასამმაგდება“ - ამბობენ სინერჯიში.

კაპიტალის ზრდის კომპანია - სინერჯი აგრძელებს პორტფელის გაფართოებას, ორგანიზაციას უახლოეს მომავალში კიდევ 2 ახალი, სწრაფად მზარდი კომპანია შეუერთდება.

(R)

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს