თორნიკე რიჟვაძე - პრემიერ-მინისტრმა და მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რომ ვაქცინა ხელმისაწვდომი ყოფილიყო, ახლა ჯერი მოსახლეობაზეა

პრემიერ-მინისტრმა და მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რომ ვაქცინა ხელმისაწვდომი ყოფილიყო, ახლა ჯერი მოსახლეობაზეა, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა.

თორნიკე რიჟვაძე კოვიდპანდემიის მართვას და ვაქცინაციის პროცესს გამოეხმაურა და მოსახლეობას მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა.

„მსურს გამოვეხმაურო კოვიდპანდემიის მართვას და ვაქცინაციის პროცესს და კიდევ ერთხელ, მსურს მოსახლეობას მოვუწოდო მეტი აქტიურობისკენ.

საქართველოს პრემიერ - მინისტრმა და მთლიანად მთავრობამ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ ვაქცინა ხელმისაწვდომი ყოფილიყო ყველა დონეზე. ახლა ჯერი არის მოსახლეობაზე, მოქალაქეებზე და ჩვენ ერთიანი პასუხისმგებლობით უნდა შევძლოთ ამ ბრძოლაში მინიმალური დანაკარგებით გამარჯვება. ამისთვის, მოსახლეობას მინდა მოვუწოდო მეტი აქტიურობისკენ, ვინაიდან ვაქცინაცია არის ერთადერთი გამოსავალი ამ ბრძოლაში გამარჯვებისთვის“, - აღნიშნა რიჟვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო