არჩილ ჩიქოვანის ინფორმაციით, ბათუმში 3 ახალი საბავშვო ბაღისა და 3 სოციალური სახლის მშენებლობა დაიწყება

ვიწყებთ 3 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობას - წელსვე, დაიწყება 3 ახალი სოციალური სახლის რეკონსტრუქცია-მშენებლობა, - ამის შესახებ ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა განაცხადა.

როგორც ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბიუჯეტის გაზრდის შედეგად, ჯავახიშვილის ქ. #82-ში მდებარე სოციალური სახლების მშენებლობის დაფინანსებას 1 მილიონი ლარი დაემატა.

ამასთან, ურეხის ხანდაზმულთა ღამის თავშესაფრის რეკონსტრუქცია-ადაპტაციისთვისა და ე.წ. შანხაის დასახლებაში სოციალური სახლის მშენებლობისთვის ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯება.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს