სოფელ რუისპირში ორსართულიანი სახლი ჩამოინგრა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში, წვიმის შედეგად ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა.

შემთხვევის დროს ადგილზე 68 წლის ქალი იმყოფებოდა , რომელიც ნანგრევებიდან გამოსვლას ვერ ახერხებდა და სამაშველო სამსახური გამოიძახა.

დაზარალებულის თქმით, რამდენიმე წელია სახლი ავარიულია, რის შესახებაც მერიას არაერთხელ მიმართა. მისი განმარტებით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ბინის დასაქირავებლად ყოველთვიურად 100 ლარის გადახდა შესთავაზა, რა თანხაშიც ალტერნატიული ფართის მოძიება ვერ შეძლო.

ემა ლომიძე დახმარებას ითხოვს.

ადგილზე იმყოფებოდა, მერის წარმომადგენელი. დავით გიგაურის თქმით, ქალს დაუყოვნებლივ, სხვა უსაფრთხო საცხოვრებელში გადაიყვანენ. მისივე განცხადებით, მოქალაქეს მერიამ არაერთხელ შესთავაზა ალტერნატიული ფართი, თუმცა მან უარი განაცხადა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა