ზუგდიდში მამაკაცის მკვლელობისა და მისი შვილის დაჭრის ფაქტზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდში, 65 წლამდე მამაკაცის მკვლელობისა და მისი შვილის დაჭრის ბრალდებით დაკავებულ ზ.კ. - ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილებით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ფატი ფურცხვანიძემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ბრალდებული თავს მიიჩნევს ნაწილობრივ დამნაშავედ და ამბობს, რომ ის „აუცილებელი მოგერიების პრინციპით მოქმედებდა“.

დაკავებულის ადვოკატის ვასილ მამულაშვილის განცხადებით, გადაწყვეტილებას, რომელიც ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დღეს მიიღეს, გაასაჩივრებენ.

"ჩვენ ხვალვე გავასაჩივრებთ აღნიშნულ განჩინებას. განჩინება ჩაგვაბარეს 15 წუთში, რაც სრული აბსურდია და მიუთითებს, რომ ასეთ რეჟიმში დასაბუთება, ეს არის შაბლონი. რასაც ვთხოვდით სასამართლოს, რომ არ ჩაებარებინა და არ მიეღო შაბლონური გადაწყვეტილება. პრინციპში სხვას არც ველოდით, რა მართლმსაჯულებაც გვაქვს გამოჩნდა აღნიშნულ სასამართლო სხდომაზე.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, კვალიფიკაციას, დანაშაულის არსებობა არ არსებობას, სასამართლომ მიიჩნია, რომ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი არსებობს, თუმცა ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ სტანდარტითაც არ არსებობს დანაშაულის შემადგენლობა.

ჩვენ შევაგროვებთ შესაბამის მტკიცებულებებს, რითაც დადგინდება, რომ არანაირ დანაშაულს ანუ მართლსაწინააღმდეგო ქცევას ადგილი არ ჰქონია.

ჩვენ მივუთითებდით, რომ მკვლელობის განზრახვა მას არ ჰქონია და იგი მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში. დანაშაულის სუბიექტური ნიშანი ანუ განზრახვა უნდა წარმოჩინდეს სხვადასხვა ფაქტობრივი გარემოებებით, ერთი მნიშვნელოვანია თავად ბრალდებულის ქცევა, ამ ქმედების განხორცელებამდე განხორციელების მომენტში და უკვე შემდგომში. ეს სამივე შემთხვევაში ბატონ კვიკვინიას არანაირი განზრახვა არ ჰქონია ერთადერთი, რისი განზრახვაც ჰქონდა იყო სხვისი ნივთის დაზიანება. ეს არ არის კარგი ქცევა, მოსაწონი ქცევა, თუმცა ეს ვერ მოგვცემს ჩვენ მკვლელობის შემადგენლობას",- განაცხადა ვასილ მამულაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, ნათქვამია რომ 23 ივლისს, ზუგდიდში ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულმა ზ.კ-მ შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნის ყოფილი ბიზნესპარტნიორის გ.ლ-სა და მისი შვილის გ.ლ.-ს მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა. სროლის შედეგად, მიღებული დაზიანებებით გ.ლ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მისი შვილი დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად სიკვდილს გადაურჩა. სამართალდამცველებმა ზ.კ იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ორი პირის მიმართ) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დიმიტრი შველიძე - ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის, ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.09.2021
თენგიზ ფხალაძე - საშიშ ფაზაში ვიმყოფებით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ყურადღების მიღმა გვრჩება, ყველაფერს ვაკეთებთ სახელმწიფოს ჩამოსაშლელად, მოწინააღმდეგეს მხოლოდ ისღა რჩება, რომ ამ პროცესში ხელი არ შეგვიშალოს
(სტერეოტიპული) წარმოდგენები ცვალებადი გარემოებების პირისპირ: იდეალიზმიდან რეალიზმისაკენ
დიდი ფასდაკლება შერჩეულ პროდუქციაზე - სექტემბრის ტოპ შეთავაზება „მიჰაუსისგან“
კომპანია “ლისი რეკრეაცია” ლისის ტბასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს