მეუფე სპირიდონი განვითარებულ მოვლენებზე - კიდევ კარგად გადარჩით თქვენ იმ დღეს და ჩვენ ვართ მოძალადეები? - მოძალადეები თქვენ ხართ, შვილო, თქვენი წამქეზებელი 15 პარტია, საელჩოები და მთელი დასავლეთი

კიდევ კარგად გადარჩით თქვენ იმ დღეს და ჩვენ ვართ მოძალადეები? - მოძალადეები თქვენ ხართ, შვილო, თქვენი წამქეზებელი 15 პარტია, ის საელჩოები და მთელი დასავლეთი, - ამის შესახებ სხალთის მიტროპოლიტმა, მეუფე სპირიდონმა ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე სპირიდონმა თბილისში 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ხელისუფლება და ეკლესია აფრთხილებდა, რომ არ გაემწარებინათ ქართველი ხალხი, მაგრამ არ დაიჯერეს და შემდეგ ქართველებს დააბრალეს მოძალადეები ხართო.

„ძალიან ცუდი სიტუაციაა დღეს მთელს მსოფლიოში - ამაზრზენი, ფაქტობრივად, სატანური მდგომარეობაა მთელს მსოფლიოში. დაკანონებულია უამრავ ქვეყნებში ღვთის გამამწარებელი ცოდვა. როგორც რუის-ურბნისის კრება ამბობს, ერთნაირსქესიანთა ქორწინება, ჰომოსექსუალიზმი. აგერ, რა მოხდა ჩვენს ქვეყანაში. საშინლად დიდი არეულობა გამოიწვია მათმა ძალმომრეობამ. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება და ეკლესია აფრთხილებდა, რომ არ გააკეთოთ ეს; არ დაიწყოთ ეს, თქვენი უზნეობის და გარყვნილობის დემონსტრირება და არ გაამწაროთ ქართველი ხალხი, რადგან ეს არეულობას გამოიწვევს, გამოიწვევს ძალიან მწვავე რეაქციას თქვენს მიმართ. არ დაიჯერეს ეს, გააკეთეს, წააქეზეს, დასავლეთის - ამერიკის, ინგლისის, საფრანგეთის, გერმანიის და ა.შ. საელჩოებმა და აყვნენ მათ 15 ეშმაკზე მიყიდული პარტია თავის საელჩოებიანად და აგერ თქვენ იცით, რა მოხდა. აგერ, მერე ქართველებს დააბრალეს მოძალადეები ხართო. შე დალოცვილო, დღე და ღამე დედას რომ აგინებ [მაპატიოს ღმერთმა] პატრიარქს ულანძღავ, ეპისკოპოსებს ულანძღავ, ეკლესიას ულანძღავ, სარწმუნოებას ულანძღავ, ღმერთს გმობ, სახარებას, სახალხოდ უფალს და ღვთისმშობელს მაცხოვარს, რომლებსაც შეეწირენ ქართველები, 100 000 ერთ დღეს შეეწირა, 6 000 ბერი ერთ დღეს შეეწირა. ყველა ჩვენი ომი არის სიწმინდისთვის დაცვის ომი, საწმუნოებისთვის დაცვის ომი, რაც კი ჩვენ ნათელვიღეთ ქრისტიანობის, მართლმადიდებლური სარწმუნოების. როცა ჩვენი მილიონობით ჯარისკაცი, ქართველი, მშვიდობიანი მოსახლეობა შეეწირა ამ დიდი ჭეშმარიტების და რწმენის დაცვას და შენ გამოდიხარ და ამას ულანძღავ, კიდე კარგად გადარჩით თქვენ იმ დღეს და ჩვენ ვართ მოძალადეები? მოძალადეები თქვენ ხართ, შვილო. თქვენი წამქეზებელი 15 პარტია, ის საელჩოები და მთელი დასავლეთი“, - განაცხადა მეუფე სპირიდონმა ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში 24 ივლისს ქადაგების დროს, რომლის ჩანაწერსაც ეპარქია ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა