ტყის ხანძრის გამო იტალიის კუნძულ სარდინიადან ასობით ადამიანია ევაკუირებული

ტყის ხანძრის გამო იტალიის კუნძულ სარდინიადან საგანგებო სიტუაციების სამსახურებმა ასობით ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში რამდენიმე თვითმფრინავი ჩაერთო.

ხელისუფლების ინფორმაციით, ცეცხლი 20 000 ჰექტრამდე მცენარეულ საფარს მოედო, განადგურებულია რამდენიმე სახლი და დახოცილია შინაური ცხოველი.

Rai News-ის ცნობით, კუნძულიდან 1 500 ადამიანია ევაკუირებული. ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ. ევაკუირებულ და რისკის ქვეშ მყოფ პირებს საგანგებო სიტუაციების სამსახურების 7 500-მდე თანამშრომელი უწევდა დახმარებას.

ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, გამოიჩინონ სიფრთხილე, სანამ ხანძრის სრულად გაკონტროლება არ მოხდება, ვინაიდან სინოპტიკოსები მაღალი ტემპერატურის შენარჩუნებას ვარაუდობენ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს